ვიდეოები

1713255098

VIDEO: აღდგომის კუნძულის მიმდებარედ, წყალქვეშ ახალი სახეობები აღმოაჩინეს

მეცნიერებმა აღდგომის კუნძულის მიმდებარედ, სალა-ი-გომესის წყალქვეშა ქედების გარემოს შესწავლისას, 160 სახეობა დააფიქსირეს, რომლებსაც ამ რეგიონში პირველად მიაგნეს. მათ შორის აღმოჩენილია 50 სახეობა, რომელთა შესახებაც აქამდე არაფერი ვიცოდით.სამხრეთ-აღმოსავლეთ წყნარი ოკეანის ტალღებიდან 800-1200 მეტრით ქვემოთ სპეციალისტებმა ფოტოსინთეზზე დამოკიდებულ ყველაზე ღრმად მობინადრე ორგანიზმს მიაკვლიეს. ეს Leptoseris-ის გვარში შემავალი მარჯანია. კიდევ ერთი საინტერესო ცხოველი მედუზის მსგავსი სიფონოფორია, სახელად Bathyphysa conifera. ასევე, აღსანიშნავია ლუმინესცენციური თევზი Stomiidae-ს ოჯახიდან.თითოეული მათგანი და საერთო ჯამში 100-ზე მეტი სახეობა, აქამდეც აღწერილი იყო. დანარჩენი 50 უცნობი სახეობა მეცნიერებმა უნდა გააანალიზონ. მათ, წყალქვეშა მთებთან ერთად, ორი ექსპედიციის განმავლობაში მიაგნეს."გასაოცარი ჰაბიტატები და ცხოველთა პოპულაციები, რომლებიც ამ ორი ექსპედიციის დროს აღმოვაჩინეთ, იმის მაგალითია, თუ რამდენად ცოტა რამ ვიცით ამ იზოლირებული არეალის შესახებ", — აცხადებენ მეცნიერები. 

წყალქვეშ, ახალი სახეობები აღმოაჩინეს

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

გიორგი ამილახვარმა მანდატურის სამსახურის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

განათლება 1713255480

გიორგი ამილახვარმა მანდატურის სამსახურის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

15 აპრილი საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დაარსების დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ღონისძიება გიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მიიღო მონაწილეობა.მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ღონისძიების მონაწილეებს მანდატურის სამსახურის დაარსების დღე მიულოცა და სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები, ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და ადმინისტრაციის თანამშრომლები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გიორგი ამილახვარი: „პირველ რიგში, ვულოცავ ყველა მანდატურს, სოციალურ მუშაკს, ფსიქოლოგსა და მანდატურის სამსახურის მთელ გუნდს. მადლობა, რომ ყოველდღიურ რეჟიმში მართლაც ფასდაუდებელ შრომას ეწევით და ზრუნავთ ჩვენი მოსწავლეების, ჩვენი შვილების უსაფრთხოებაზე.მეამაყება ის, რომ დღეს თითოეული მანდატური არის მოსწავლის, ბავშვის, მშობლის მეგობარი ადამიანი - ის გვერდში უდგას მათ და ეხმარება გამოწვევების დაძლევაში, რომლებსაც შეიძლება სკოლაში გადააწყდნენ. ამის გარდა, მნიშვნელოვანია, რომ მანდატურები გვევლინებიან მასწავლებლების და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლების მხარდამჭერებად.ჩვენ მიგვაჩნია, რომ სკოლებში ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის ერთ-ერთი მთავარი და უმნიშვნელოვანესი კომპონენტია უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემო, სწორედ ამიტომ განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მანდატურის სამსახურის გაფართოებაზე და კიდევ უფრო გაძლიერებაზე. ამ მიზნით უკანასკნელ წლებში არაერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდა.‘‘როგორც მინისტრმა საუბრისას აღნიშნა, მიმდინარე წლიდან, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფუნქციები გაფართოვდა – მას ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი მომსახურებაც დაემატა, რაც კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის სისტემის მართვას და გააუმჯობესებს კოორდინაციას.ღონისძიების ფარგლებში  საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა, სოფიო აბულაშვილმა და სამსახურის სხვა წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს იმ პროექტებსა და პროგრამებზე, რომელსაც მანდატურის სამსახური სასკოლო კლიმატის გაჯანსაღებისა და უსაფრთხო, ზრუნვაზე ორიენტირებული გარემოს უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს.მანდატურის სამსახურის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე წულაძემ და მოადგილეებმა გელა გელაძემ და ნოდარ პაპუკაშვილმა.ღონისძიებას საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, გენერალური პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების და პრობაციის ეროვნული სააგენტოს, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების სააგენტოს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, სახალხო დამცველის წარმომადგენლები და საქართველოს პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.

წყალქვეშ, ახალი სახეობები აღმოაჩინეს

მეცნიერება 1713255098

VIDEO: აღდგომის კუნძულის მიმდებარედ, წყალქვეშ ახალი სახეობები აღმოაჩინეს

მეცნიერებმა აღდგომის კუნძულის მიმდებარედ, სალა-ი-გომესის წყალქვეშა ქედების გარემოს შესწავლისას, 160 სახეობა დააფიქსირეს, რომლებსაც ამ რეგიონში პირველად მიაგნეს. მათ შორის აღმოჩენილია 50 სახეობა, რომელთა შესახებაც აქამდე არაფერი ვიცოდით.სამხრეთ-აღმოსავლეთ წყნარი ოკეანის ტალღებიდან 800-1200 მეტრით ქვემოთ სპეციალისტებმა ფოტოსინთეზზე დამოკიდებულ ყველაზე ღრმად მობინადრე ორგანიზმს მიაკვლიეს. ეს Leptoseris-ის გვარში შემავალი მარჯანია. კიდევ ერთი საინტერესო ცხოველი მედუზის მსგავსი სიფონოფორია, სახელად Bathyphysa conifera. ასევე, აღსანიშნავია ლუმინესცენციური თევზი Stomiidae-ს ოჯახიდან.თითოეული მათგანი და საერთო ჯამში 100-ზე მეტი სახეობა, აქამდეც აღწერილი იყო. დანარჩენი 50 უცნობი სახეობა მეცნიერებმა უნდა გააანალიზონ. მათ, წყალქვეშა მთებთან ერთად, ორი ექსპედიციის განმავლობაში მიაგნეს."გასაოცარი ჰაბიტატები და ცხოველთა პოპულაციები, რომლებიც ამ ორი ექსპედიციის დროს აღმოვაჩინეთ, იმის მაგალითია, თუ რამდენად ცოტა რამ ვიცით ამ იზოლირებული არეალის შესახებ", — აცხადებენ მეცნიერები. 

პარლამენტი მიკროფონი

პოლიტიკა 1713254929

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი დღეს პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე გადის

"გამჭვირვალობის" შესახებ კანონი დღეს პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე გადის. გუშინ, საკომიტეტო სხდომაზე დაწყებული თითქმის 12 საათიანი ხმაურიანი განხილვის მიუხედავად, კონსენსუსი არ შედგა. არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხები მმართველი გუნდის მხრიდან ვერ მიიღეს. ასევე, განმარტავენ, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი რუსულია და მისი მიღება ქვეყნის ევროპულ მომავალს დააზარალებს.განსხვავებული პოზიცია აქვთ მმართველ გუნდში. მათი განმარტებით, განხილვის პროცესში ვერ მოისმინეს საკმარისი არგუმენტი, თუ რატომ არის კანონი რუსული."ქართული ოცნების" წარმომადგენლები ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციებს საზოგადოების შეცდომაში შემყვანის მცდელობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ეს არის მათი ბრძოლა შავი ფულისთვის.კანონპროექტის მიხედვით, ყველა იმ მედია თუ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის უცხოური დაფინანსებაც აღემატება 20%-ს, დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება ექნება. საკითხი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიმდინარე კვირაში გავა.

ევროკომისია

ომი უკრაინაში 1713254328

ევროკომისიამ მხარი დაუჭირა უკრაინის მთავრობის მიერ შეთავაზებულ რეფორმის გეგმას, რომელიც განსაზღვრავს პირობებს 2024-2027 წლებში 50 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების მისაღებად

ევროკომისიამ მხარი დაუჭირა უკრაინის მთავრობის მიერ შეთავაზებულ რეფორმის გეგმას, რომელიც განსაზღვრავს პირობებს 2024-2027 წლებში 50 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების მისაღებად.ევროკომისია აღნიშნავს, რომ რეფორმის გეგმა „ეფექტურად აკმაყოფილებს უკრაინის მექანიზმის მიზნებს, განსაზღვრავს საკვანძო რეფორმებს და ინვესტიციებს, რომელსაც შეუძლია, ხელი შეუწყოს მდგრად ეკონომიკურ ზრდას და ინვესტიციების მოზიდვას ქვეყნის ზრდის პოტენციალის გასაძლიერებლად საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში“.ევროკომისიის შეფასების შემდეგ, რეფორმის გეგმის დამტკიცება მოითხოვს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერას, რისთვისაც ერთი თვეა გამოყოფილი. ამის შემდეგ ევროკომისია შეძლებს 1,89 მილიარდ ევრომდე გამოყოფას რეგულარული გადახდების დაწყებამდე წინასწარი დაფინანსების სახით.

საფრანგეთის ელჩი

პოლიტიკა 1713254276

ძალადობა არასოდეს არის გამოსავალი დემოკრატიაში, უთანხმოება ინკლუზიური დიალოგით უნდა მოგვარდეს - საფრანგეთის ელჩი ელისაშვილის ქმედებაზე

ძალადობა არასოდეს არის გამოსავალი დემოკრატიაში, უთანხმოება ინკლუზიური დიალოგით უნდა მოგვარდეს, - ასე შეაფასა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ პარლამენტში ალეკო ელისაშვილის თავდასხმა მამუკა მდინარაძეზე.„ძალადობა, იქნება ეს ფიზიკური თუ სიტყვიერი, არასოდეს არის გამოსავალი დემოკრატიაში, სადაც აზრთა სხვადასხვაობა თავისუფლად უნდა იყოს გამოხატული და ნებისმიერი უთანხმოების მოგვარება უნდა მოხდეს მშვიდობიანად, ჭეშმარიტად ინკლუზიური დიალოგის მეშვეობით“, - აღნიშნა საფრანგეთის ელჩმა.