ლაგოდეხში, ვაშლოვანის ქუჩაზე ხანძარია

20:58 08-20-2019
20

ლაგოდეხში, ვაშლოვანის ქუჩაზე მდებარე ხმელ ბალახს და ბუჩქებს ცეცხლი გაუჩნდა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაზარალებულა. ადგილზე ლაგოდეხის სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ათეული ეკიპაჟი მუშაობს.

ცეცხლის შემდგომი გავრცელებისა და დასახლებულ პუნქტზე ხანძრის გადასვლის თავიდან ასაცილებლად, ადგილობრივ მეხანძრეებს მეზობელი რაიონებიდანაც დაეხმარებიან.

ამ წუთებში ხანძრის ლოკალიზების პროცესი მიმდინარეობს.

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი