ჰარი პოტერის ვარსკვლავების რომანზე ტაბლოიდები ალაპარაკდნენ

13:46 08-20-2019
122

„ჰარი პოტერის“ ვარსკვლავმა ტომ ფელტონმა (დრაკო მალფოი) თავის კოლეგასთან ემა უოტსონთან (ჰერმიონ გრეინჯერი) ერთად ფოტო გამოაქვეყნა, რამაც მედიაში მათი რომანის შესახებ ჭორები წარმოქმნა. 

ფოტოზე ფელტონი უოტსონს გიტარაზე სწავლას ასწავლის, მაშინ როდესაც ემას მხოლოდ საღამური აცვია. „მალე სწავლობს“, - ამბობს ფელტონი.

„ჰარი პოტერის“ ფანებმა ივარაუდეს, რომ 31 წლის ფელტონი და 29 წლის უოტსონი ერთმანეთს ხვდებიან.

ამ ფოტოს გარდა, რამდენიმე თვის წინ უოტსონმა გამოაქვეყნა ფოტო, რომელშიც ამბობდა, რომ „ყველაზე კარგ ფოტოებს მეგობრები გიღებენ“ და ტომ ფელტონი მონიშნა.