„ნორჩმა დამსმენმა პრემიერის ადმინისტრაციაში წერილი გაგზავნა“ - დეა მეტრეველი

11:44 08-20-2019
362

წიგნის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი დეა მეტრეველი რადიო თავისუფლებასთან ლაპარაკობს იმ “ომზე”, რომელიც კულტურის სამინისტროს მაშინდელ ხელმძღვანელობასთან ორ წელიწადს გაგრძელდა და საბოლოოდ, ცენტრის დახურვით და მისი გათავისუფლებით დასრულდა.

სხვა დეტალებთან ერთად ინტერვიუში დეა მეტრეველი ერთ განსაკუთრებით საინტერესო ამბავს ყვება.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობამდე სამი თვით ადრე, 2018 წლის 21 ივლისს, დეა მეტრეველს ხელში ჩაუვარდა წერილი, რომლის ადრესატიც პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია იყო. მისი თქმით, წერილის ავტორი წიგნის ცენტრის საქმიანობაზე დამაკნინებელი და ცილიმსწამებლური ტონით საუბრობდა.

ნორჩმა დამსმენმა, რომელიც დარწმუნებული ვარ, დამოუკიდებლად ვერ იმოქმედებდა, პრემიერის ადმინისტრაციაშიკეთილმოსურნისპათოსით განმსჭვალული წერილი გაგზავნა. ამ ადამიანის სახელის და გვარის ხსენება ფრანკფურტის პროექტთან მიმართებაში იმდენად არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, რამდენადაც ის არც არაფერს წარმოადგენდა. თუმცა, სამინისტროს მხრიდან ნდობით აღჭურვილი პირი იყო ფრანკფურტში. მოვითხოვე ამ ცილისწამებისთვის მისი პასუხისმგებლობის დაყენება, მათ შორის წერილობითი ფორმითაც. მთხოვეს, არ გასულიყო ეს ამბავი გარეთ და ამ ფაქტს სამინისტრო მიხედავდა. ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ არც არაფერი მოხდა. ეს წერილი დღემდე მაქვს შენახული, როგორც ნეობოლშევიკური მეთოდოლოგიის ქრესტომათიული ნიმუში, რომელიც 21 საუკუნის საქართველოშიც ეფექტურად მუშაობს, - ამბობს დეა მეტრეველი რადიო „თავისუფლებასთან“ საუბრისას.