„საქართველოს მთავრობის“ სახელით მედიას „ფეიკ ნიუსი“ დაეგზავნა

10:44 08-20-2019
100

19 აგვისტოს, მედიასაშუალებებს მისამართიდან sakargelo.gov@gmail.com. გარემოს ე.წ. რეფორმის კონცეფცია დაეგზავნათ.

დოკუმენტში „საქართველო“ მოხსენიებულია, როგორც „საქართგელო“. „საქართველოს მთავრობ“ კი „საქართგელოს მთავრობა“

დოკუმენტში ნათქვამია, რომ უქმდება სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო, დაცული ტერიტორიების დაცვა დაეკისრება თავდაცვის სამინისტროს, ხოლო ტყის მცველები განსაზღვრული ჩინით გადავლენ
თავდაცვის სამინისტროში.

გარდა ამისა, ამავე დოკუმენტის მიხედვით, იკრძალება ნადირობა, სამრეწველო თევზჭერა, მერქნის მოპოვება, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა. დაცულ ტერიტორიებად გამოცხადდება ყველა ტერიტორია, გარდა სასოფლო სამეურნეო მიწებისა. დაცულ ტერიტორიებს კი თავდაცვის სამინისტრო დაიცავს.

გარემოზე, შინაურ ცხოველებსა და სასოფლო სამეურნეო მიწებზე ზრუნვა დაეკისრება, პირდაპირი წესით არჩეულ გარემოს დამცველს.

„საქართგელო - ერთი ნაბიჯი გაბრწყინებამდე!“ - ამ სიტყვებით მთავრდება მედიისთვის გაგზავნილი დოკუმენტი.

გარდა ამისა, დოკუმენტზე საქართველოს სახელმწიფო გერბიც სახეცვლილია.

ავტორი: თამარ გოგოლაძე