შემზარავი კადრები: ბახმაროში მთიდან ავტომობილი დაგორდა - არიან დაშავებულები (ვიდეო)

21:51 08-19-2019
11250

უბედური შემთხვევა მოხდა ბახმაროში. მთიდან ავტომობილი დაგორდა და გადაყირავდა. ვიდეოში კარგად ჩანს როგორ მოასწრო ერთ-ერთმა მგზავრმა გადავარდნამდე მანქანიდან გადმოხტომა.

შემთხვევის შედეგად ორმა მგზავრმა სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო. მათ პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს. შსს-ს ინფორმაციით საქმეზე გამოძიება 276 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

ავტორი: ლაშა ველიაძე