გაგაფრთხილებთ, როცა გადავწყვეტ - პრეზიდენტი გუგუტიანთკარზე განცხადების გაკეთებაზე

13:19 08-19-2019
327

განცხადება უნდა იყოს სერიოზული და არა ქუჩაში გაკეთებული, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავის სახლთან „რუსთავი2“-ის ჟურნალისტს შენიშვნაზე, რომ გუგუტიანტთკართან დაკავშირებით განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.

ზურაბიშვილი ამბობს, რომ იცის ყველაფერი, რაც გუგუტიანთაკარში ხდება.

„ყველაფრის შესახებ გაგაფრთხილებთ, როცა გადავწყვეტ განცხადების გაკეთებას ან სხვა უფრო სერიოზულ რამეს. მე ვიყავი გასულ კვირას, ვიცი ყველაფერი, რაც ხდება და ვაპირებთ, რომ... სერიოზულად მუშაობს მთავრობა და მეც ვარ ჩართული, გილოცავთ ფერისცვალებას!“- უთხრა პრეზიდენტმა.

გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი 7 აგვისტოს დაიწყო. ე.წ. საზღვარს მიღმა ადგილობრივების საცხოვრებელი სახლი, ნაკვეთები და წყლის რეზერვუარი.