დაკავებული ქართველები ალკოჰოლური და ნარკოტიკული თრობის ქვეშ იყვნენ - მურატ ჯიოევი

13:42 08-18-2019
435

საქართველოს რვა მოქალაქე „მესაზღვრეებმა“ ე.წ. სამხრეთ ოსეთში დასახლებულ პუნქტ აძესარში საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ცხინვალის საინფორმაციო სააგენტო „რეს“-ს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური დარეგულირები საკითხებში მურატ ჯიოევმა განუცხადა.

„სოფელ აძესარის ეკლესიასთან დაკავებულია რვა ადამიანი, რომლებიც ალკოჰოლური და ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდნენ. დაკავებულთა პირად ნივთებში აღმოჩენილია მცენარეული წარმოშობის ნარკოტიკული ნივთიერება“ - განაცხადა ჯიოევმა.

ჯიოევისა განცხადებით, დაკავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს.