საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა

10:31 08-16-2019
14

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებს აქვეყნებს.

ცენტრის ინფორმაციით, სააპელაციო განაცხადების მიღება 19 აგვისტოს 10:00 საათიდან მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე online.naec.ge--სა და www.naec.ge-ზე დაიწყება და 23 აგვისტოს 18:00 საათამდე გაგრძელდება. 

სააპელაციო განაცხადის შევსებამდე საერთო სამაგისტრო გამოცდის მონაწილემ უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური. 

საფასურის გადახდა შეუძლია როგორც მაგისტრანტობის მსურველს, ისევე სხვა პირს, რომელიც გადახდისას მიუთითებს გამოცდის მონაწილის შესაბამის მონაცემებს. ერთი საგნის გასაჩივრების საფასური 50 ლარია (ქულის ცვლილების შემთხვევაში თანხა სრულად ბრუნდება უკან). 

აპლიკანტებს მიღებული ქულების ნახვა online.naec.ge-ზე შეუძლიათ.