გია ვოლსკი - ​გუგუტიანთკარში, სადაც ოკუპანტი თავის გეგმას ახორციელებს, არის იმ ვითარების სავალალო შედეგი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში შექმნეს

16:03 08-15-2019
33

​გუგუტიანთკარი და ნებისმიერი სხვა ადგილი, სადაც ოკუპანტი ახორციელებს თავის გეგმას, არის ჩვენი სავალალო შედეგი იმ ვითარების, რომელიც შექმნეს სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„დღეს თვალწინ გვიდგას ის, რაც მემკვიდრეობით დატოვა სააკაშვილის მავნებლურმაპოლიტიკამ. რაც შეეხება მავთულხლართს, დამერწმუნეთ, გაცილებით უფრო სუსტია ის კონსტრუქცია, რომლითაც ეს მავთულხლართი კეთდება, ვიდრე ბერლინის კედელი, რომელიც დაიშალა და რომლის ნატეხებიც დღეს ევროპის მოედანზე დგას. ბერკეტი არის ის ფასი, რომელსაც რუსეთი იხდის, მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლა. საერთაშორისო თანამეგობრობა, რომელიც ამ თემას აფასებს ისე, როგორც საქართველოში, ეს არის ფასი, რომელიც შეიძლება გადაახდევინო რუსეთის ფედერაციას და იარო თან იმ გზით, რომ ეს კონსტრუქცია ჩაბარდეს წარსულს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.