ბათუმში ავტომობილი გაძარცვეს

00:50 08-15-2019
216

ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის 15 ნომერში, ავტომობილი გაძარცვეს. შემთხვევა ხალხმრავალ ადგილას, ავტოსადგომზე  მოხდა.

მძარცველები სავარაუდოდ მოზარდები არიან.

ავტომობილის მფლობელის თქმით, წაღებულია ორი საფულე, გარკვეული თანხით და საბუთები. 

ამ წუთებში ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.