ვიდეოები

1713427585

Eurostat: თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა

თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა. ამის შესახებ Eurostat-ის სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს.ლიეტუვამ მარცვლეულის რეგულარული იმპორტი 2023 წლის მაისში შეწყვიტა, მარცვლეულის ბოლო პარტია კი რუსეთიდან ქვეყანაში 2023 წლის ივლისში შევიდა. ამის შემდეგ რუსეთიდან ლიეტუვაში მარცვლეული მხოლოდ 2024 წლის თებერვალში შევიდა - საუბარია 1,95 მილიონი ევროს ღირებულების 12,2 ტონა მარცვლეულზე.პარალელურად, რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტს ზრდის ლატვია, რომელმაც ზამთრის ბოლოს რუსეთიდან 10 მილიონი ევროს ღირებულების 58,8 ათასი ტონა მარცვლეული შეიძინა, წინა თვეში შეძენილი მარცვლეულის ღირებულება კი 8,7 მილიონ ევროს შეადგენდა.საერთო ჯამში, ევროკავშირის ქვეყნებმა 2024 წლის თებერვალში 16,9 მილიონი ევროს ღირებულების 92,6 ათასი ტონა რუსული მარცვლეული შეიძინეს.  ფოტო: dpa

ფოტო: dpa

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ნანი ბრეგვაძე

საზოგადოება 1713562100

მუდამ ელეგანტური და დახვეწილი - ნანი ბრეგვაძის გამორჩეული სტილი

ყველასათვის საყვარელი მომღერალი ნანი ბრეგვაძე არაერთი ათეული წელია, რაც სცენაზე დგას და ამ ხნის მანძილზე ყველა თაობის საყვარელი მუსიკოსი გახდა.მას ცოცხალ ლეგენდადაც კი მოიხსენიებენ. ის, გარდა ნიჭისა და ქარიზმისა, საზოგადოებას საკუთარი გამორჩეული, დახვეწილი და ელეგანტური სტილითაც აღაფრთოვანებს. ამჯერად, ლეგენდარული მომღერლის ყველაზე გამორჩეულ ჩაცმულობებს გადავავლოთ თვალი. 

თეო კიკნაველიძე

ტაბლოიდი 1713562081

„შენთან ერთად ყოველი დღე ფერადი და მშვენიერია“ – მოდელი თეო კიკნაველიძე რჩეულს დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს

ქართველი მოდელის თეო კიკნაველიძის რჩეული იუბილარია.მოდელი, რომელსაც გარეგნულად კირა ნაიტლს და ვაინონა რაიდერს ადარებენ, შეყვარებულს დაბადების დღეს სოციალურ ქსელშიც ულოცავს და წერს:„დაბადების დღეს გილოცავ. შენთან ერთად ყოველი დღე ფერადი და მშვენიერია. მიყვარხარ, ჩემო მზის სხივო“, – წერს თეო კიკნაველიძე სოციალურ ქსელში.            Посмотреть эту публикацию в Instagram                       Публикация от TeoK🦋 (@teokiknavelidze_)

ქეთა თოფურია

ტაბლოიდი 1713561968

ორსული ქეთა თოფურია ახალ ფოტოებს აქვეყნებს

„A-Studio-ს“ ქართველი სოლისტი, ქეთა თოფურია მალე მესამე შვილის დედა გახდება, სიახლე ცოტა ხნის წინ ფოტოებით დაადასტურა.მომღერალი და მისი მეუღლე, ბიზნესმენი ლევ ძენგოვი ბავშვს გაზაფხულზე ელოდებიან. წყვილის პირველი შვილი, ადამი, ახლახან სამი წლის გახდა და ბავშვის დაბადების დღის წვეულებიდან გადაღებული ფოტოების შემდეგ გავრცელდა ჭორები, რომ 37 წლის თოფურია ორსულად იყო.გასულ ზაფხულს მომღერალმა მედიასთან აღიარა, რომ ოცნებობს ისევ განიცადოს დედობის სიხარული.„ღმერთის ნებით, მე შევძლებ მესამე ბავშვის გაჩენას. ექიმები ამბობენ, რომ მიზანშეწონილია ორმოცი წლის ასაკამდე გავაჩინო, მიუხედავად იმისა, რომ მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებმაც ორმოცდაათი წლის ასაკში იმშობიარეს“, - ამბობდა მაშინ ქეთა.

სურვილები

ჰოროსკოპი 1713561746

„მიზნებს ყოველთვის აღწევენ“ - ზოდიაქოს 3 ყველაზე იღბლიანი ნიშანი

ასტროლოგები ზოდიაქოს სამ ნიშანს, რომლებიც განსაკუთრებული იღბლით გამოირჩევიან.ვერძიასტროლოგები ვერძს ზოდიაქოს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და ძლიერ წარმომადგენლად თვლიან. ისინი ხომ ნიჭიერები და მიზანდასახულები არიან, ამასთან, ყოველთვის აღწევენ თავიანთ მიზნებს. ასეთ ადამიანებს შეუძლიათ მიაღწიონ ნებისმიერ მიზანს, თუ მათ ეს გულწრფელად სურთ. ხელსაყრელი მოვლენები მათ ფეხდაფეხ დაჰყვება, ცხოვრებისგან საუკეთესოს მიღების საშუალებას აძლევს.სასწორისასწორი არნახული იღბლით გამოირჩევა. იგი დაუბრკოლებლად იპყრობს გარშემომყოფთა ნდობასა და სიყვარულს. ამ საკითხში, ნიშანი ძალიან იღბლიანია, ყოველთვის ამყარებს სასარგებლო კავშირებს. ამ ყველაფერს შეუძლია კარიერული ზრდის ან წარმატებული ბიზნესის გამოწვევა, გააჩნია, რომელი უფრო მნიშვნელოვანია თავად სასწორისთვის.მერწყულიმესინგი მერწყულს ძალიან კომპლექსურ და მრავალმხრივ ადამიანებად თვლიდა. ის ამტკიცებდა, რომ ამ ნიშნის წარმომადგენლები ხედავენ იმას, რასაც ჩვეულებრივი ადამიანები ვერ ამჩნევენ, თითქოს სამყაროს პრიზმით უყურებენ. მათი პოზიტივი და ადამიანებისადმი სიყვარული ეხმარება მათ გადალახონ ნებისმიერი სირთულე.

amindi

საზოგადოება 1713561591

როგორი ამინდი იქნება უქმეებზე - უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20 აპრილს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა ისევ +30, +35 გრადუსამდე მოიმატებს, შემდეგ დღეებში კი შედარებით დაიკლებს.ქ. თბილისში სითბოს ფონზე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. 20 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო შემდეგ დღეებში შედარებით დაიკლებს.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 20 და 22 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 21 აპრილს ზოგან იწვიმებს. 20 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო შემდეგ დღეებში შედარებით დაიკლებს.დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი. შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 20 და 22 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 21 აპრილს ზოგან იწვიმებს. 20 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო შემდეგ დღეებში შედარებით დაიკლებს.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 20 და 22 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 21 აპრილს ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი იქნება.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექიც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო,): ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.