ბრიტანელი მილიონერის 18 წლის ქალიშვილი აუზში გარდაცვლილი იპოვეს

18:03 08-14-2019
10975

ბრიტანელი მილიონერის, ცნობილი საკომუნიკაციო კომპანია Moneypenny-ს დამფუძნებლის, რეიჩელ ქლაჩერის ქალიშვილი საცურაო აუზში გარდაცვლილი იპოვეს.

18 წლის ჯოსი მალიორკაზე მდებარე ვილაში მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

პირველად სწორედ მათ ნახეს ჯოსი. აგარაკზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, თუმცა მედიკოსებმა გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ქალჩერების ბიზნესი 100 მილიონ ევროს აღემატება. რეიჩელ ქლაჩერი ბოლო პერიოდში აქტიურ საქველმოქმედო საქმიანობასაც ეწევა. ბრიტანეთის დედოფლის დაბადებისდღეზე მილიონერი ბიზნესლედი საპატიო სტუმრების სიაში გახლდათ.