მძღოლმა, რომელმაც ლგბტ დროშით მოხატული ავტობუსის მართვაზე უარი განაცხადა, დაკითხვაზე დაიბარეს

17:47 08-14-2019
2410

ინგლისელმა მძღოლმა უარი განაცხადა იმ ავტობუსის მართვაზე, რომელსაც გარედან ლგბტ პრაიდის დროშა ჰქონდა მიხატული. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.

მძღოლმა განაცხადა, რომ არ დაჯდებოდა იმ ავტობუსის საჭესთან, რომელიც „ჰომოსექსუალობის პროპაგანდას“ ეწევა.

ინციდენტი ნორფოლკის ქალაქ ნორვიჩის სადგურზე მოხდა. მძღოლის ამ ქმედების გამო, მას სამსახურეობრივი სტატუსი შეუჩერეს და დაკითხვაზე დაიბარეს. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

width=540

მძღოლმა სცადა ავტობუსი გამოეცვალა, რის გამოც მგზავრებს რეისსზე აგვიანდებოდათ. სწორედ ერთ-ერთმა მგზავრმა სცადა გაერკვია რა ხდებოდა და როდესაც მიზეზი შეიტყო, ავტობუსის კომპანიის სახელზე საჩივარი დაწერა.

ავტობუსის მფლობელი კომპანია „კონექტბასი“ აცხადებს, რომ ისინი არ იზიარებენ მძღოლის შეხედულებებს და ცდილობენ კომფორტი და თანასწორი გარემო შეუქმნან ნებისმიერი სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანს.

ავტორი: მარიამ გიგანი