სად და რა ფასად დაისვენებთ აგვისტოში - უახლესი ფასები კურორტების მიხედვით

17:15 08-14-2019
102

მზიანი ამინდის გამოსვლასთან ერთად, ბევრ ჩვენგანს სუფთა ჰაერზე დასასვენებლად გასვლის სურვილი უჩნდება.

დამსვენებლების რაოდენობა როგორც მთაში ასევე ზღვისპირეთში პიკს აღწევს. ზღვისპირა კურორტებზე ბინების ფასები, როგორც ყოველთვის გაიზარდა, განსაკუთრებით კი ბათუმში, რომელსაც გასართობი ობიექტებისა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის გამო, ზაფხულში ასეულობით დამსვენებელი სტუმრობს.

სად და რა ფასად შეგიძლიათ დაისვენოთ ზაფხულის ყველაზე ცხელ სეზონზე „პრაიმტაიმმა“ ინფორმაცია საქმე.ჯე-სგან გამოითხოვა.

როგორც ლელა არაბულმა განაცხადა, თბილისის შემოგარენში გამქირავებლებს ძირითადად ურჩევნიათ არა დღიურად არამედ მთელი ზაფხული გააქირაონ სახლები.

„ფასებიც შესაბამისად მაღალია. ყველაზე მოთხოვნადი და ხელმისაწვდომი შეიძლება ითქვას წყნეთია. აქ ბინების თვიური ღირებულება 500$-დან 2500$-მდე მერყეობს.  ტაბახმელა 1000$დან-3500$-მდე. წავკისი 900$დან-6000$-მდე. ოქროყანაში სახლის ქირაობა კი 2000$დან-3500$-მდე დაგიჯდებათ. რაც შეეხება საგურამოს 500$დან-7000$მდე  ხოლო მანგლისში სახლის ქირაობა 350$დან-900$-მდე ღირს.

რაც შეეხება აჭარას და მის პოპულარულ ადგილებს აქაც ფასების მრავალფეროვნებაა.

ბათუმი ყველაზე მოთხოვნადი ადგილია მთელ ზღვისპირეთში, სწორედ ამიტომ ყველაზე მეტი ბინა აქ ქირავდება. ძირითადად მომხმარებლები ახალ აშენებულ საცხოვრებელ სახლებში ქირაობენ აპარტამენტებს სადაც ერთი ღამის გათენება 50₾-დან -400₾-მდე დაგიჯდებათ. უფრო დიდი ფართის ბინები სამი ან ოთხი ოთახით 300₾-დან-400₾-მდე ლარი ღირს. 

ქობულეთში საოჯახო ტიპის სასტუმროები და კერძო სახლები  დაახლოებით ერთი და იგივე ფასში ქირავდება. მაგალითისთვის სასტუმროს ტიპის სახლები 60₾-დან-150₾ -მდე ღირს. 

მაღალი ტიპის სასტუმროების ფასის ღირებულება ერთი დღე დაახლოებით 200₾-დან იწყება. 

რაც შეეხება მთის კურორტებს, რომლებიც მრავლად გვაქვს საქართველოში და ბოლო პერიოდში დიდი პოპულარობითაც სარგებლობს.

ვიზიტორების დიდ ინტერესს იწვევს ბახმარო, სადაც ერთი თვით  ბინის ქირაობა 200₾-დან-5000₾-მდე დაგიჯდებათ.

ბაკურიანში  პოპულარულია დღიური ქირაობა აქ ბინების ფასი 40₾-დან იწყება და 100₾-მდე მერყეობს. 

ბორჯომის ფასები დაახლოებით იგივეა, რაც ბაკურიანში ბინის ფასი 30₾-დან-100₾-მდე მერყეობს.

ზაფხულში განსაკუთრებით კი აგვისტოს თვეში ფასების საგრძნობი მატება შეინიშნება. ზღვისპირა კურორტებზე ფასი დაახლოებით 20%-ით არის მომატებული. მთაში კი ფასები  სტაბილურად არის შენარჩუნებული. სექტემბრის შუა რიცხვებიდან  კი ფასები კვლავ ივნისის ფასებს გაუთანაბრდება.

 

ავტორი: ქეთი მუსერიძე