პლანეტის გადასარჩენად ნაკლები უნდა მოისაქმოთ - ბრაზილიის პრეზიდენტი ხალხს მიმართავს

16:35 08-14-2019
544

ბრაზილიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ორ დღეში ერთხელ მოსაქმება სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ეკოლოგიური კრიზისი გადაიჭრას.

„საკმარისია ნაკლები ჭამოთ. გარემოს დაბინძურებაზე საუბრობთ, შესაბამისად საკმარისია ყოველ მეორე დღეს მოისაქმოთ. ეს მთელი მსოფლიოსთვის უკეთეს შედეგს გამოიღებს,“ -განაცხადა ჟაირ ბოლსონარუმ.

ასე უპასუხა ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟურნალისტის კითხვას თუ რამდენად არის შესაძლებელი ერთდროულად ეკონომიკის ზრდა, მოსახლეობის გამოკვება და ჯანსაღი გარემოს შენარჩუნება.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ფრანს პრესი ავრცელებს.

პრეზიდენტის ასეთმა კომენტარმა ბევრი ექსპერტი და ჟურნალისტებიც საგონებელში ჩააგდო. გაუგებარია თუ როგორ გადაარჩეს დედამიწას ნაკლები კუჭის მოქმედება. უფრო მეტიც, პრეზიდენტმა ისიც ვერ გაითვალისწინა, რომ ადამიანის ორგანიზმი ასე მარტივად არ მუშაობს, რომ ნაკლები საკვების მიღებით, ნაკლები კუჭის მოქმედება ჰქონდეს.

ბოსტონის საავამდყოფოს გასტროენტეროლოგი განმარტავს, რომ ზრდასრული ადამიანები სხვადასხვა სიხშირით გადიან კუჭში:

„ზოგიერთი ადამიანს დღეში სამჯერ აქვს კუჭის მოქმედება, ზოგს კი კვირაში სამჯერ,“-განმარტავს ექიმი ჯენიფერ ინრა.

იგი ასევე განმარტავს, რომ ნაკლები საკვების მიღება, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ნაკლები სიხშირით გავა ადამიანი კუჭში. ექიმის თქმით, ყველაფერი გენეტიკაზე, კვების რაციონსა და ფიზიკურ აქტივობაზეა დამოკიდებული და არა საკვების რაოდენობაზე.

ავტორი: მარიამ გიგანი