„რუსეთი მიყვარს“ - კაცი, რომელმაც ახალი ზელანდიის მეჩეთში 51 კაცი მოკლა წერილს აგზავნის

15:50 08-14-2019
2949

ბრენტონ ტარანტმა, რომელმაც ახალი ზელანდიის ქალაქ ქრაისტჩერჩში მეჩეთებზე თავდასხმა განახორციელა, რუსი ანონიმისგან წერილი მიიღო. რუსული მედიის ინფორმაციით, ტარანტმა მას პასუხი მისწერა, რომელშიც თავდამსხმელი წერს, რომ უყვარს რუსეთი. 

ტარანტის თქმით, ის რუსეთში 2015 წელს ჩავიდა. სანქტ-პეტერბურგს ის ევროპის ყველაზე ლამაზ ქალაქ უწოდებს „უფრო ლამაზს ვიდრე პორტო და პრაღა“. ის ამბობს, რომ რუსები სტუმართმოყვარე ხალხია. 

„მინდა რომ კიდევ ერთხელ ვნახო რუსეთი. სამწუხაროა, რომ ეს არ მოხდება, თუმცა არაუშავს - ცხოვრება ეს მოგზაურობა არ არის“, - წერს ახალ ზელანდიაში ყველაზე მასობრივი მკვლელობის ორგანიზატორი. 

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის მარტში, ორ მეჩეთზე თავდასხმის შედეგად 51 ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა. ტარანტი მკვლელობებს პირდაპირ ეთერში აშუქებდა, მანამდე კი გამოაქვეყნა „მანიფესტი“, რომელშიც ამბობდა, რომ მსოფლიოს ქვეყნები ცდილობენ, რომ თეთრი ადამიანების რასა გაქრეს. 

აღსანიშნავია, რომ მკვლელს იარაღზე სხვადასხვა ენაზე ჰქონდა წარწერები, მათ შორის ქართულად ეწერა დავით აღმაშენებელი და დავით სოსლანი.