ვინ არის სამხედრო მოსამსახურე, რომელიც იგოეთში ავარიას ემსხვერპლა

15:38 08-14-2019
2555

ცენტრალურ ავტომაგისტრალზე იგოეთთან, მერსედესის მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა.

უბედური შემთხვევა გამთენიისას მოხდა და სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის დედა-შვილი.

პრაიმტაიმმა“ გაარკვია, რომ გარდაცვლილებს შორის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრილის მცხოვრები 31 წლის სამხედრო მოსამსახურე გიორგი ლომიძეა

როგორც „პრაიმტაიმს“ აცნობეს, გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურე შვებულებაში იყო. ის დაოჯახებული არ ყოფილა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

აღნიშნული მუხლი 6-დან 10 წლამდეა თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.