რუს მეცნიერებს უცხოელ კოლეგებთან მარტო დარჩენა აუკრძალეს

14:55 08-14-2019
10

რუს მეცნიერებს უცხოელ კოლეგებთან მარტო დარჩენა აუკრძალეს. ინფორმაციას სამეცნიერო გამოცემა ტორიცკი ვარიანტი-ზე დაყრდნობით 1tv.ge-ი ავრცელებს.

განკარგულების მიხედვით, რუს მეცნიერებს უცხოელ კოლეგებთან მარტო დარჩენა ეკრძალებათ, ხოლო მათი ვიზიტები წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული მთავრობასთან.

ამავე დროს, უცხოელ ექსპერტებს რუსეთის სამეცნიერო დაწესებულებებში მობილური ტელეფონების, კამერების და ჭოგრიტების გამოყენება აეკრძალებათ.

გამოცემის ცნობით, განკარგულებას 11 თებერვალს მოეწერა ხელი, ხოლო ორგანიზაციებს ივლისში გადაეგზავნა.