ინგუშეთში საშუალო კლასი „დაკრძალეს“

14:29 08-14-2019
218

რუსეთის ფედერაციაში მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის შესწავლის მიზნით კვლევა ჩატარდა. ამ კვლევის მიხედვით განსაკუთრებით რთული მდგომარეობა ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში იკვეთება.

მხოლოდ ოლიგარქები და ღარიბები - ამ დასკვნამდე მივიდნენ კვლევის ავტორები, რომელთა თქმითაც ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში საშუალო კლასი თითქმის არ არსებობს. მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ღარიბია, მცირე ნაწილი კი უმდიდრესად ცხოვრობს. 

საშუალო კლასის არ არსებობით პირველ ადგილზეა ინგუშეთი, სადაც მოსახლეობის მხოლოდ 1 პროცენტი განეკუთვნება საშუალო ფენას, მეორე ადგილზე - ჩეჩნეთი, მესამეზე კი - დაღესტანი. იქ მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობა მოკლებულია შესაძლებლობას აიღოს საბანკო სესხი, იყიდოს ავტომობილი, ან ბინა.