უახლოეს დღეებში კარგ სიახლეებს გაიგებთ - ნათია თურნავა

14:00 08-14-2019
65

Ryanair​-ის შესახებ უახლოეს დღეებში კარგ სიახლეებს გაიგებთ - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.

როგორც ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა ავიაკომპანია​ Ryanair​-ის ​საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა

„უახლოეს დღეებში ძალიან კარგ სიახლეებს გაიგებთ ჩვენგან. არ დავასწრებ მოვლენებს”, – განაცხადა თურნავამ.