ქართველებს და აფხაზებს გვაქვს საერთო ფესვები - ბახტაძე

12:49 08-14-2019
19

ქართველებს და აფხაზებს გვაქვს საერთო ფესვები და ჩვენი მომავალიც უნდა იყოს საერთო - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბაკურიანში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.  

მამუკა ბახტაძე აფხაზეთის ომის 27 წლისთავს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 14 აგვისტო არის უმძიმესი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში:

„ქართველებს და აფხაზებს გვაქვს საერთო ფესვები და ჩვენი მომავალიც უნდა იყოს საერთო.  ეს იყო ძმათა მკვლელი ომი და ეს საერთო ტკივილია, რომელიც ერთობლივად უნდა დავძლიოთ. დარწმუნებული ვარ, მშვიდობით და განვითარებით მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან გაერთიანებას და საერთო წარმატებული ქვეყნის შექმნას. მშვიდობას და განვითარებას ალტერნატივა არ აქვს“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.