რას გრძნობენ ძაღლები, როდესაც მათ მეპატრონეს სექსი აქვს?

12:43 08-14-2019
1181

ადამიანმა ძაღლი ოდესღაც მოიშინაურა იმისათვის, რომ ცხოველს ის საფრთხისგან დაეცვა. როგორც ადრე, ისევე დღეს ოჯახში მყოფი ძაღლი ადმიანების მცველია, თუმცა რას გრძნობს იმ დროს, როდესაც მათ მეპატრონეს არ სჭირდება დაცვა და სჭირდება განმარტოება.

ძაღლების ამერიკელი ტრენერი კეიტ პერი ჰყვება, რომ ყველა ძაღლი ინდივიდუალურია და განსხვავებულად აღიქვამს სიტუაციას, როდესაც თავისი მეპატრონე სიყვარულით არის დაკავებული. 

„ზოგიერთი ძაღლი ღელავს, ზოგს კი არ აინტერესებს და ყურადღებასაც კი არ მოგაქცევთ. ცხოველებისთვის მნიშვნელოვანია ტერიტორია, რომელიც მათ საკუთრებად მიაჩნიათ და ღიზიანდებიან, როდესაც მათ ტერიტორიაზე ვინმე შედის. გარდა ამისა, ძაღლები მესაკუთრეები არიან და როდესაც დაინახავენ, რომ მათ მეპატრონეს ეხებიან, ეს შეიძლება აღიქვას როგორც თავდასხმა და გაეშუროს საყვარელი პატრონის დასაცავად“, - განმარტავს ტრენერი. 

ეს არ არის დამოკიდებული იმაზე მეპატრონე ქალია თუ კაცი, მნიშვნელოვანია ისტორია, რომელიც ძაღლს და ადამიანს აქვთ. „პირველი რაც უნდა გააკეთოთ, შეაჩვიეთ ძაღლი იმას, რომ საწოლზე არ ამოგიძვრეთ და მიუჩინეთ სხვა ადგილი. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ძაღლები ისეთივე ემოციურები არიან, როგორც ჩვენ ამიტომ შეიძლება მოენატროთ, როდესაც სხვა ოთახში გაიყვანთ. 

განსაკუთრებით გამოვარჩევდი დობერმანს, როტვეილერს და გერმანულ ნაგაზს - ესენი კლასიკური მცველი ძაღლები არიან“, - ჰყვება სპეციალისტი.