ეს არის მორიგი უკიდურესად დესტრუქციული ქმედება - სუსი გუგუტიანთკარში შექმნილ ვითარებაზე

12:15 08-14-2019
162

გუგუტიანთკარში რუსი ოკუპანტების მიერ, საოკუპაციო სამუშაოების განახლებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სუსში ეხმიანებიან. 

უწყებაში განმარტავენ, რომ ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

„ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ჩვენი შეფასებით, ეს არის მორიგი უკანონო და უკიდურესად დესტრუქციული ქმედება. ცენტრალური ხელისუფლების მიერ, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე აღნიშნული საკითხი მწვავედ იქნება დაყენებული“, - განუცხადეს „პრაიმტაიმს“ უსაფრთხოების სასამსახურში.