„ქუდზე კაცი დაიძახეს ბორჯომში და... - გიგა მაქარაშვილი ნინი ქარსელაძისა და მარიკა თხელიძის კონცერტზე მოაწილეობაზე

01:17 08-14-2019
28329

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სოციალუ ქსელში მომღელების ნინი ქარსელაძისა და მარიკა თხელიძის კონცერტს ეხმაურება, რომელიც ბორჯომში უნდა გაიმართოს.

„ქუდზე კაცი დაიძახეს ბორჯომში და მანამ იძახეს სანამ ყველა არ შეგროვდა ცენტრალურ სკვერში.

“ჰეი, ბორჯომელნო, დადგა ჟამი ერთად გადავწყვიტოთ ვისი მოსმენა გვინდა?”
-ქარსელაძეეეე, ქარსელააძეეე, ერთხმად დაიხუვლა ბორჯომმა
ნუ მარიკა თხელიძე ხურდაში მოყვა“, - წერს მაქარაშვილი.

ცნობისთვის, ბორჯომობა 2019-ზე, რომელიც 17 აგვისტოს გაიმართება, მონაწილეობას ნინი ქარსელაძისა და მარიკა თხელიძის გარდა მიიღებენ გიგი ადამაშვილი, დათო გომართელი და ზვიად ბოლქვაძე.

მათთვის ჰონორარის სახით, ჯამში 14 350 ლარია გათვალისწინებული.