მიხეილ დილიმაშვილი აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად დაინიშნა

23:02 08-13-2019
329

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად პოლიციის პოლკოვნიკი მიხეილ დილიმაშვილი დაინიშნა.

1978 წელს დაბადებული მიხეილ დილიმაშვილი პროფესიით სამართალმცოდნეა.

მას 2005-დან 2015 წლამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გავლილი აქვს სხვადასხვა საკვალიფიკაციო და პროფესიული სასწავლო კურსი.

მიხეილ დილიმაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მუშაობა 2001 წელს რიგით პოლიციელად, ინსპექტორის პოზიციიდან დაიწყო.

2004-2009 წლებში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში ოცეულის, ხოლო შემდეგ ასეულის მეთაურის პოზიცია ეკავა;

2009 წლიდან 2012 წლამდე მუშაობდა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარ სამმართველოში, სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე;

2012-2014 წლებში იყო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს ასეულის მეთაური, შემდეგ- მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე;

2014 წლიდან ეკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საპატრულო პოლიციის შემოწმების სამსახურის უფროსის თანამდებობა;

2018 წლიდან 2019 წლის 30 იანვრამდე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის პოზიციაზე მუშაობდა;

2019 წლის იანვრიდან აგვისტომდე მიხეილ დილიმაშვილს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა.

ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.