უეფამ თბილისის „დინამოს“ სარჩელზე ​გადაწყვეტილება მიიღო

19:21 08-13-2019
86

უეფამ თბილისის „დინამოს“ სარჩელი არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისური კლუბის Facebook-გვერდი ავრცელებს. 

სარჩელი ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს იმ გადაწყვეტილებას ეხებოდა, რომლის მიხედვითაც ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი „დინამოს“ როტერდამის „ფეინოორდის“ წინააღმდეგ გულშემატკივრების გარეშე უნდა ჩაეტარებინა. მიზეზად უეფამ „გაბალას“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში გულშემატკივრების მხრიდან წარმოთქმული რასისტული შეძახილები დაასახელა.

თბილისის „დინამოსა“ და როტერდამის „ფეინოორდს“ შორის ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრა 15 აგვისტროს, 20:30 საათზე გაიმართება. პირველი შეხვედრა თბილისურმა კლუბმა 0:4 წააგო.