ვიდეოები

1713260837

VIDEO: სალომე უშხვანი და ნიკო ქართველი „პრაიმ ჰაუსში“ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - წყვილის მორიგი „პრანკი“

სალომე უშხვანმა და ნიკოლოზ ქართველმა ამჯერად, პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეები „გაპრანკეს“. მათი დადგმული ჩხუბი, მონაწილეებს მართალი ეგონა და საქმის განხილვის პროცესში ყველა ჩაერთო.ნახეთ სახალისო კადრები ↓

სალომე ნიკო

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკა 1713268049

რადიკალების მოქმედებები, დაწყებული ელისაშვილის მუხანათობით დამთავრებული მომიტინგეების მიერ გუშინდელი გამოხტომებით, ღრმად მწამს, რომ რეპეტიცია და ერთგვარი ვარჯიშია არჩევნების დროს სიტუაციის გამწვავებისათვის - ლევან ნიკოლეიშვილი

არავინ ოპოზიციიდან, არავინ რადიკალებიდან და არც მათი მედია საშუალებიდან არათუ ბოდიშს იხდის, არც გმობს ელისაშვილის მუხანათურ თავდასხმას მამუკა მდინარაძეზე. გმობს კი არა, ისეთებიც აღმოჩნდნენ, რომლებმაც სურათებიც კი გადაიღეს, მერე საქციელიც კი მოუწონეს მას. ცოტაც და ველოდებოდი სალომე ზურაბიშვილი რომელიმე ორდენზე თუ არა მედალზე მაინც წარადგენდა ელისაშვილს, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.მისი განცხადებით, გაირკვა, რომ ყველაფერი დაგეგმილი ყოფილა და რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი არჩევნების შემდგომი არეულობისთვის ერთგვარი რეპეტიციაა. ექსპერტის თქმით, ხელისუფლების წინაშე რამდენიმე ამოცანა დგას, მათ შორისაა "გამჭვირვალობის კანონის" მიღება, საინფორმაციო კამპანიის წარმოება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ და რადიკალების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების შემუშავება."გუშინ რაც მოხდა, ალბათ დიდხანს გვემახსოვრება, როგორც ლაქა ქართულ პოლიტიკაში. ლაქა დიდხანს რჩება, როდესაც ადამიანი არ ცდილობს მის გაწმენდა, ზუსტად ასეა, როდესაც არავინ ოპოზიციიდან, არავინ რადიკალებიდან და არც მათი მედია საშუალებიდან არათუ ბოდიშს იხდის, არც გმობს ელისაშვილის მუხანათურ თავდასხმას მამუკა მდინარაძეზე. გმობს კი არა, ისეთებიც აღმოჩნდნენ, რომლებმაც სურათებიც კი გადაიღეს, მერე საქციელიც კი მოუწონეს მას. ცოტაც და ველოდებოდი სალომე ზურაბიშვილი რომელიმე ორდენზე თუ არა მედალზე მაინც წარადგენდა ელისაშვილს. ახლა ირკვევა, თურმე ეს ყველაფერი დაგეგმილი ყოფილა, აგერ ვიღაც ლგბტ პრაიდში თურმე იძლეოდა ინსტრუქციებს ასე და ასე უნდა ვქნათო, როგორც ჩანს შემსრულებელიც შეურჩევიათ... ახლა კი ისევ უმთავრესზე უნდა გადავიდე: რადიკალების ეს მოქმედებები დაწყებული ელისაშვილის მუხანათობით დამთავრებული მომიტინგეების მიერ გუშინდელი გამოხტომებით, ღრმად მწამს, რომ რეპეტიციაა და ერთგვარი ვარჯიშია არჩევნების დროს სიტუაციის გამწვავებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ გუშინაც, სალომე ზურაბიშვილი და ზოგიერთი იაფფასიანი რადიკალი ცდილობდა სიტუაციის უფრო დაძაბვას, აშკარად გამოჩნდა, რომ უცხოელების მხრიდან დიდი მხარდაჭერა არც პოლიტიკური და არც ფინანსური მათ არ ჰქონდათ. გასათვალისწინებელია, რომ მათ ეს მხარდაჭერა (ორივე სახის) არა თუ სავარაუდოდ, არამედ აუცილებლად გაეზრდებათ არჩევნების პერიოდში!მანამდე კი ხელისუფლების წინაშე რამდენიმე ამოცანა დგას: - გამჭვირვალობის კანონის მიღება - საინფორმაციო კამპანიის გაშლა როგორც საქართველოში ასევე უცხოეთში - ლობისტურ ორგანიზაციებთან მუშაობა - რადიკალების წინააღმდეგ წინასწარ პრევენციული ღონისძიებები შემუშავებაყველამ უნდა გავითვალისწინოთ, მოწინააღმდეგე ძალიან მუხანათი და ყველაფერზე წამსვლელია, ისე როგორც გუშინ საკომიტეტო მოსმენის დროს. ველოდით გუშინ იმას რაც მოხდა? ალბათ, ყველა იტყვის რომ არ არ ველოდითო. ძალიან ცუდია, რომ არ ველოდით! კიდევ ერთხელ ამათგან ყველაფერს უნდა ელოდე, არც არანაირი მუხანათობა და პროვოკაცია გაგვიკვირდეს, ამიტომ სათანადოდ უნდა მოვემზადოთ, თავი დავაღწიოთ მუდმივ თავდაცვის რეჟიმში ყოფნას, საჭირო და შესაბამის დროს კი აუცილებლად შეტევაზეც უნდა გადავიდეთ!" - წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

პროკურატურა

სამართალი 1713268042

ძმის მუქარის გამო, ქმრის მკვლელობა დაიბრალა, ქალს პატიმრობა გირაოთი შეეცვალა - პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სამტრედიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეეცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიების ფარგლებში, პირველ ეტაპზე ბრალდებულს მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე წარედგინა ბრალდება, თუმცა გამოძიების მიერ მოპოვებული ახალი მტკიცებულებებით და ახალი გარემოებებით დადგინდა, რომ 2 აპრილს, სამტრედიაში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე დაზარალებული მეუღლის ძმამ მოკლა. შემთხვევის ადგილზე მყოფმა პირებმა მომხდარის შესახებ გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს.ასევე, გარდაცვლილის მეუღლემ ძმის მუქარის გამო, გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა და განაცხადა, რომ მკვლელობა თავად ჩაიდინა.მოპოვებული ახალი მტკიცებულებების საფუძველზე, დაკავებულს ახალი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (პირადი მოტივით ცრუ ინფორმაციის მიწოდება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის საქმეზე) წარედგინა.გამოძიების პროცესში, ბრალდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ დამატებით ინფორმაცია მიაწოდა, რის გამოც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეიცვალა.შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდებ

ანდრია ბასილაია პროექტის - „თბილისში მდგრადი ურბანული მობილობა“ ფარგლებში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენას ესწრება

პოლიტიკა 1713267877

ანდრია ბასილაია პროექტის - „თბილისში მდგრადი ურბანული მობილობა“ ფარგლებში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენას ესწრება

თბილისის მუნიციპალიტეტი, დედაქალაქში ურბანული სატრანსპორტო სისტემისა და ინფრასტრუქტურის მდგრადი განვითარებისთვის, გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) დაფინანსებით, პროექტს - „თბილისში მდგრადი ურბანული მობილობა“ ახორციელებს.პროექტის ფარგლებში, რომელიც ქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარებას, მათ შორის, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე, მგზავრობისას ქალებისა და გოგონების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად, ამსტერდამში, 15-19 აპრილს საერთაშორისო გამოფენა - Intertraffic იმართება.ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილეებთან ერთად ესწრება.  გამოფენის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს მოძრაობის მენეჯმენტის, საგზაო უსაფრთხოების, ადმინისტრირების, ასევე, პარკირებისა თუ სხვა სატრანსპორტო მიმართულებების გაუმჯობესების კუთხით.თბილისის მერის მოადგილემ გერმანიის მთავრობას თანამშრომლობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და აღნიშნა, რომ „ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემის დანერგვა შეამცირებს გადაადგილების დროს, როგორც ავტობუსებისთვის, ისე კერძო ავტომობილებისთვის.„დედაქალაქში მოძრავი ავტომობილების რაოდენობის გათვალისწინებით, „ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემის დანერგვა და არსებულის მოდერნიზება მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. შესაბამისად, გასული წლის მაისიდან დავიწყეთ ახალი პროექტი, წელს კი მის საბოლოო დიზაინს შევიმუშავებთ და ეტაპობრივ შესყიდვებს განვახორციელებთ. საერთაშორისო გამოფენაზე გავიზიარებთ იმ საუკეთესო ევროპულ გამოცდილებას, რომელიც რეფორმის წარმატებით განხორციელებაში დაგვეხმარება. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო გერმანიის განვითარების ბანკს, რომელიც ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, ცოდნის გაუმჯობესებასა და ევროპის საუკეთესო მაგალითების გადმოღებაში გვეხმარება“, - განაცხადა დედაქალაქის მერის მოადგილემ.ამსტერდამში მიმდინარე გამოფენას ანდრია ბასილაიასთან ერთად, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსა და პროექტში ჩართული სხვა წარმომადგენლებიც ესწრებიან. ვიზიტის ფარგლებში იგეგმება მონაწილეობა ცოდნის ცენტრის სესიებში. ასევე, გაიმართება შეხვედრები ინდუსტრიის ლიდერებთან და დაინტერესებულ მხარეებთან.„თბილისში მდგრადი ურბანული მობილობა“, რომელსაც  ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ხელმძღვანელობს, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (DKTI) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროექტს ექვსი კომპანიის კონსორციუმი, მათ შორის, „გოპა ინფრა“, (GOPA Infra GmbH), „აი ელ ეფი კონსალტინგ ინჟინრები ავსტრია“ (ILF Consulting Engineers Austria GmbH), „ავსტრიის ტექნოლოგიის ინსტიტუტი“ (AIT - GmbH, A+S Consult GmbH), „აი ელ ეფი კონსალტინგ ინჟინრები საქართველო“ (ILF - Consulting Engineers Georgia GmbH) და „კავკასიის საკონსულტაციო ჯგუფი“ (CCG LLC) ახორციელებს.პროექტი მოიცავს სამ ძირითად კომპონენტს: ერთიანი „ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემის (ITS) პლატფორმის შექმნა, მოძრაობის მართვისა და კონტროლის ცენტრის ჩათვლით; ეკო-მობილობის (EcoMobility) პროექტების განხორციელება, რომელიც მოიცავს ავტობუსების სისტემის გაუმჯობესებას, მგზავრთა საინფორმაციო სისტემების უზრუნველყოფას, ქვეითებისა და ველოსიპედისტებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას; ტრენინგებსა და შესაძლებლობების განვითარებას ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში.აღსანიშნავია, რომ „ჭკვიანი“ სატრანსპორტო (ITS) სისტემის დანერგვით, დედაქალაქში შეიქმნება ეფექტური, ეკოლოგიურად სუფთა და მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი ურბანული გარემო.

მიხეილ სააკაშვილი

პოლიტიკა 1713267692

საქართველოს ბედი წყდება და სახლში დარჩენა დანაშაულია! - სააკაშვილი

პატიმარი მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ სააკაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.„ივანიშვილმა მკვეთრად გაზარდა პოლიციის რაოდენობა, უკეთესად დაატრენინგა და ხელახლა გამოუცხადა ომი ქართველ ხალხს. ასეთ პირობებში ერთადერთი გამოსავალი საპროტესტო აქციებზე ხალხის რაოდენობის გაზრდა და მჭიდრო კოორდინაციაა. მთავარია არ დავიღალოთ და არ შეგვეშინდეს! საქართველოს ბედი წყდება და სახლში დარჩენა დანაშაულია!“ - წერს სააკაშვილი.

ოტო მოტორსი ფართოვდება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

საზოგადოება 1713266989

ოტო მოტორსი ფართოვდება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

საქართველოს ბანკი, ბიზნესების გაძლიერებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ოტო მოტორსი წეროვანში სასაწყობე სივრცეს აშენებს.პროექტის ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარია, საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 7 მილიონ  ლარს შეადგენს.ოტო მოტორსი 2008 წლიდან ოპერირებს და ის საავტომობილო პროდუქციის იმპორტს 20-ზე მეტი ქვეყნიდან ახდენს. კომპანია ქართულ ბაზარზე 100-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდით არის წარმოდგენილი და სრულად ფარავს ავტომობილის მოვლა-შეკეთებისთვის საჭირო ნებისმიერ მოთხოვნას, იქნება ეს ნაწილი თუ დანადგარები, რაც ხელს უწყობს ბაზარზე არსებული სხვადასხვა სეგმენტური საჭიროების დაკმაყოფილებას.  აღნიშნული პროექტი წეროვანში, 9,000 კვ.მ მიწის ფართობზე, 8000 კვ.მ სასაწყობე სივრცის აშენებას და მოწყობას გულისხმობს, რომელიც სასაწყობო სივრცესა და სხვადასხვა პროდუქციის შოურუმს გააერთიანებს. ის ულტრათანამედროვე ინვენტარით იქნება აღჭურვილი. ამჟამად ოტო მოტორსსა და მის შვილობილ კომპანიებში 200 - ზე მეტი ადამიანი არის დასაქმებული. 2024 წლის ბოლომდე კომპანია ამ რიცხვის გაორმაგებას გეგმავს.„ოტო მოტორსი წლებია ბაზარზე წარმატებულად ოპერირებს. ამ წლების განმავლობაში განვითარებული სადისტრიბუციო ქსელი კი დღეს უკვე მთელ საქართველოს ფარავს. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ განვითარდეთ და ჩვენს მომხმარებლებს სიახლეები შევთავაზოთ. ჩვენი პარტნიორი საქართველოს ბანკის ხელშეწყობით, წეროვანში 9000 კვადრატულ მეტრზე სასაწყობე სივრცის აშენება უკვე დაწყებულია და წლის ბოლომდე დასრულებას ვგეგმავთ.შენობა აღჭურვილი იქნება ულტრათანამედროვე ინვენტარით და ის შშმ პირებისთვის სრულად იქნება ადაპტირებული.  პროექტის მიზანია, ცენტრალიზებული გახადოს ოტო მოტორსის საბითუმო გაყიდვები და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ბიზნეს ოპერაცია, რაც საშუალებას მოგვცემს, ბაზარზე ზრდის უწყვეტი ტემპი შევინარჩუნოთ. გარდა ამისა, მიმდინარე წელს არაერთ სიახლე იგეგმება, მათ შორის, რამდენიმე ახალი ფილიალის გახსნა. ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ უახლოეს მომავალში, ოტო მოტორსი  ერთ-ერთი ცნობილი სპეც. ტექნიკის მწარმოებელი ბრენდის წარმომადგენელი გახდება საქართველოში. მნიშვნელოვანი სიახლეები გვექნება მომხარებელთა ლოიალურობის მიმართულებითაც და ბაზარზე ახალ პროდუქტს წარვადგენთ, რომლის მიზანი  მომხმარებლებისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება და ავტომობილის მოვლა-შეკეთების ხარჯების დაზოგვა იქნება“, - განაცხადა თამუნა ბაქრაძემ, ოტო მოტორსის საოპერაციო დირექტორმა.“საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის ხელშეწყობა და განვითარება წლებია უცვლელი პრიორიტეტია და მიგვაჩნია, რომ ჩვენს პარტნიორ ბიზნესებთან ერთად, საქართველოს ეკონომიკისთვის ერთ - ერთ მნიშვნელოვან კონტრიბუტორებს წარმოვადგენთ. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით, ოტო მოტორსი კიდევ უფრო მეტად ფართოვდება და ახალ სასაწყობე სივრცეს აშენებს. ეს კომპანიას ბაზარზე კონურენტული უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობას მისცემს. მსგავსი პროექტების განხორციელება, განსაკუთრებით რეგიონებში,ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დამატებით სამუშაო ადგილები იქმნება. კომპანია სამომავლოდ რამდენიმე ახალი ფილიალის გახსნას და ახალი ბრენდების შემოყვანას გეგმავს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით დააქტიურ რეჟიმში განვაგრძობთ ბიზნესის მხარდაჭერას და გაძლიერებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, გიორგი წეროძემ