ვინ არის ქართველი წმინდანი, რომელმაც ლენინის პორტრეტი დაწვა

14:32 08-13-2019
5

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, სადაც ჩანს, თუ როგორ წვავს ლენინის პორტრეტს ქართველი წმინდანი გაბრიელ ურგებაძე.

„ქართველი წმიდანის გაბრიელ ურგებაძის ხატი, რომელზეც ის ლენინის პორტრეტს წვავს.

1965 წლის 1 მაისს, მაისის დღის დემონსტრაციის დროს, იერონონქმა გაბრიელმა დაწვა ლენინის 12-მეტრიანი პორტრეტი, რომელიც სსრ საქართველოს უმაღლესი საბჭოს შენობაზე ეკიდა.

ამის შემდეგ მან დაიწყო ქადაგება იქ შეკრებილ ხალხთან. მოგვიანებით, ის საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმიდანად შერაცხა“ - წერია სურათის აღწერაში.