საბაჟო გამშვებ პუნქტში „მტკვარი“ ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს

11:11 08-13-2019
32

11 აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,მტკვარი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის ს.ა.-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერებისას, ნარკოტიკული (30 კაფსულა) ნივთიერების შემცველი მედიკამენტი გამოავლინეს. 

ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდაბნის რაიონულ სამმართველოს გადაეცა.