შალვა შავგულიძემ მითხრა ევრონაცების თამაშს ვერ ვითამაშებო - ზაზა სარალიძე

09:57 08-13-2019
2369

„შალვა შავგულიძემ მითხრა ევრონაცების თამაშს ვერ ვითამაშებო“ - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ ალიასთან ინტერვიუში განაცხადა. 

„მერე დავიწყე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან მისვლა, კონკრეტულ ადამიანებთან მისვლა, კონკრეტულ ახალგაზრდულ ჯგუფებთან მისვლა, ან დარეკვა. ასე მოვხვდი შავგულიძესთან. მივედი, ავუხსენი ვითარება, ვესაუბრე - უარი მითხრა, მე ნაცების, ევრონაცების და სააკაშვილის თამაშს ვერ ვითამაშებო! შენც თუ ეგრე მიყურებ, ამდენი საუბრის მერე, რომ ნაცი ვარ, რაღაზე გელაპარაკო-თქო, ავდექი და წამოვედი.

- კი, კი, შალვა შავგულიძემ. გავიხედე, ცოტა ხანში და ვხედავ კენჭს იყრის მთაწმინდაზე «ევროპული საქართველოს» სახელით. ცდილობდი, იმ პერიოდში არ მენახა, თორემ, არ ვიცი, რას ვეტყოდი და ვიზამდი. ადამიანი რომ ერთს უღალატებს, ის ყველას უღალატებს. ერთხელ აუცილებლად მოვახერხებ, რომ შავგულიძეს და „ევროპული საქართველოს“ წევრებს ერთად შევხვდე და ერთად ვუთხრა ის, რასაც ახლა შენთან ვყვები. ვუთხრა, ზუსტად „ევროპული საქართველოს“ გვერდით დგომის გამო, რომ თქვა ჩემს გვერდით დგომაზე უარი!“ - განაცხადა სარალიძემ.