მამუკა არეშიძე - გამოძიება კეზერაშვილის კვალზე გავიდა, ყოფილ მაღალჩინოსანზე სისხლის სამართლის დევნას ისრაელი აგრძელებს

19:29 08-12-2019
1590

ექსპერტი მამუკა არეშიძე უცხოურ მედიაში კეზერაშვილის კორუფციულ გარიგებებზე და დანაშაულებრივ სქემასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ინფორმაციას „პრაიმტაიმთან“ აფასებს.

ებრაული გამოცემა marker-ის სტატიაში საუბარია ფარულ ფინანსურს გარიგებებსა და ფულის გათეთრების სავარაუდოდ სქემაზე.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, კეზერაშვილთან დაკავშირებით, დიდი ხნის წინ გაჩნდა კითხვები.

„მაშინდელ მთავრობაშიც, ომის დამთავრების შემდეგ ბევრი ოფიცერი ლაპარაკობდა, იარაღის ნაწილი რომელიც შეძენილი იყო, უხარისხო იყოო. მახსოვს, დაიწყო ომის მერე მოკვლევა უკრაინაში კორუფციული გარიგებებთან დაკავშირებით, რომელიც იარაღის თემას შეეხებოდა და ეძებდნენ იარაღის მიყიდვის ფაქტებს საქართველოში.

მას შემდეგ რაც კეზერაშვილი საქართველოდან წავიდა და პროკურატურამ დაიწყო ამ თემაზე მუშაობა, მას ბრალი წარედგინა. თუმცა ყველაფერი ისე გაკეთდა, რომ კომიკური სახე მიიღო, განსაკუთრებით პროკურატურის მხრიდან. ჩვენ ფრანგი კოლეგები გვეუბნებოდნენ, რომ კაცი არის ძებნაში, თქვენ კი ფარატინა ქაღალდი გამოგვიგზავნეთო.

​გარდა ამისა, გახსოვთ, ალბათ, 2012 წლის შემდეგ, 8 მილიონი დოლარი გადაირიცხა კეზერაშვილის ანგარიშზე. ამაზეც იყო მოკვლევა ფრანგი სამართალდამცველების მხრიდან, მაგრამ აქაც დაუსხლტა სამართალს.

ამის შემდეგ, ცნობილია, რომ ისრაელში მას პრობლემები შექმნა და ევროპაში, ალბანეთს შეეფარა თავი და ჩაერთო სათამაშო ბიზნესში. უზარმაზარი თანხის პატრონი აღმოჩნდა. მის ყოველ ნაბიჯს მუდმივად დაჰყვება ეჭვები.

როგორც ჩანს ახლა, ისრაელში​ ძიებამ გარკვეული შედეგები მიიღო ვერტმფრენების არასწორ შეძენასთან დაკავშირებით. კეზერაშვილის მრჩეველი ისრაელში უკვე დაიბარეს გამოკითხვაზე. გამოძიება გავიდა კეზერაშვილის კვალზე და ამიტომ არის ისრაელის პრესაში ერთი ამბავი, მაგრამ ესეთი ამბავი ადრეც იყო, 2012-13 წლებში ახლა კი თავიდან დაიწო.

ექსპერტი ამბობს, რომ საქართველოს საზღვრებს გარეთ კეზერაშვილის მიმართ საგამოძიებო ინტერესი არ შეწყვეტილა, მაგრამ საქართველოში მაინცდამაინც ეს არ შეიმჩნევა.

„აქედან გამომდინარე გაჩნდა ჭორი, თუ მართალი (ზუსტად ვერ გეტყვით), ის აგვარებს საკითხებს თავის ბიზნესპარტნიორებთან საქართველოში. ეს ხდება იმიტომ, რომ ქართველი სამართალდამცველების მოქმედება კეზერაშვილის მიმართ იყო ან ძალიან დუნე, ან საბოტაჟური“, - ამბობს მამუკა არეშიძე.

ამასთან არეშიძის შეფასებით, კეზერაშვილს არც სამართალდამცველების და არც სახელმწიფოს წინაშე არ აქვს შიში.

„როცა „ქართულმა ოცნებამ “ კოჰაბიტაცია გამოაცხადა და აპატია ათობით დანაშაული ამდენ ადამიანს, მაშინ პოლიტიკური ელიტა ფიქრობდა, რომ ამ პატიების გამო სხვა დანაშაულს და უფრო თავშეკავებულნი იქნებიან. მაგრამ ეს ასე არ არის და ასე არ მოხდება. ადამიანმა თუ თავის ქმედებაზე პასუხი არ აგო, ის აუცილებლად გათავხედდება. ამ სურათს ვუყურებთ დღეს ჩვენ. ვგულისხმობ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს. დღეს ყველა გამარჯვებულად თვლის თავს“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ „პრაიმტაიმთან“.