კანარის კუნძულებზე მასშტაბური ხანძრის ჩასაქრობად იბრძვიან

14:03 08-12-2019
66

ესპანეთში, კანარის კუნძულებზე რამდენიმე დღის წინ გაჩენილ ხანძარს მაშველები ებრძვიან.

width=600

„CNN“-ის ინფორმაციით, ესპანეთში კანარის კუნძულებზე და აფრიკის ჩრდილო – დასავლეთის სანაპირო ზოლში გაჩენილმა ხანძარმა, ათასობით ადამიანის ევაკუაცია გამოიწვია - აცხადებს კუნძულის პრეზიდენტი ანგელ ვიქტორ ტორესი.

width=600

პრესკონფერენციაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ დაზიანების ფართობი -1000 ჰექტარია (დაახლოებით 2,500 აკრი). ცეცხლის კერები აღინიშნებოდა არტენარის, თემეგას და გალდარის მუნიციპალიტეტებში.

width=600

ხანძარი გრან კანარიაში გავრცელდა, რომელიც მოსახლეობის სიმრავლით მეორე, ყველაზე დასახლებული კუნძულია, სადაც 900 000 მოსახლე ცხოვრობდა.

ხანძრამდე, რამდენიმე დღის წინ, ესპანელმა მეხანძრეებმა განაცხადეს, რომ ისინი მძიმე მდგომარეობაში არიან და ჩვენ, კუნძულის გადასარჩენად ვიბრძოლებთ!!!“.

width=600

სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ჩანს როგორ აქრობენ ხანძარს მეხანძრეები, რომელმაც მთის წვერი დაიპყრო.

ტორესის განცხადებით, ხანძრის წინააღმდეგ საბრძოლველად ათი თვითმფრინავი და 200-ზე მეტი სახმელეთო ჯარი მუშაობს. მან ასევე დაამატა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება, დახმარებას ითხოვდა მადრიდში მდებარე მთავრობისა და სევილიაში სამხედრო სასწრაფო დახმარების განყოფილებისგან.

ავტორი: რუსა ღვანიძე