დათო ქაცარავა მხედართმთავარი ხდება

12:55 08-12-2019
114

დათო ქაცარავა გადასაღებ მოედანს უბრუნდება. საოკუპაციო ხაზიდან ჩამოსული ერთ ქართულ მოკლემეტრაჟიან ფილმში უკვე გადაიღეს. „ილუზიაში“ მას პარტნიორობას დებიუტანტი შერონ მარი უწევს. “გადასაღებად საოკუპაციო ხაზიდან ჩამოვდიოდი. მანამდე მე და შერონს ამ ფილმზე და როლებზე ბევრი გვქონდა ნასაუბრები. ჩემი როლი ვირტუალურად შევისისხლხორცე. გადაღებები ორგანულად წავიდა, მე და შერონი კარგად ავეწყეთ, ზედმეტი დუბლი არ დაგვჭირვებია. ამ ტიპის ფილმში თამაშის გამოცდილება მქონდა. რამდენად გამოგვივიდა, საბოლოო ვერდიქტი მაყურებლისაა” – „პრაიმტაიმთან“ საუბარში ამბობდა დათო. 

ქაცარავა აღიარებს, რომ გადასაღები მოედანი ძალიან ენატრება. მან ექსკლუზიურად გაგვიმხილა, რომ ბრიტანულ პროექტში ახლახან როლზე დაამტკიცეს. 

დათო ქაცარავა: - საქართველოში ფილმს ბრიტანელები იღებენ, აგვისტოს ბოლოს დაიწყება გადაღებები. მე არაბი მხედართმთავარი ვიქნები. მოქმედება შუასაკუნეებში ვითარდება. ახლა ფიზიკურად ვემზადები. „პრიმერკებზე“ დავიწყე სიარული. 

როგორც დათო „პრაიმტაიმთან“ საუბარში აღნიშნავს, მის გარდა ფილმში ხუთ-ექვს ქართველ მსახიობს გადაიღებენ. უფრო დაკონკრეტებით დათოს ჯერ მეტის თქმის უფლება არ აქვს. 

 

ავტორი: თამარ გონგაძე