ვლადიმერ პუტინის მოტოციკლეტით გასეირნებამ უკრაინელების განრისხება გამოიწვია

12:31 08-12-2019
273

ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე ტყავის სამოსში გამოწყობილი ვლადიმერ პუტინის გამოჩენამ უკრაინელები განარისხა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ყირიმში რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტს „უკრაინის სუვერენიტეტის უხეში დარღვევა“ უწოდა.

უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, მოსკოვისა და რუსული მედიის მიერ მსგავსი ღონისძიებების გაშუქება „პათეტიკური“ საქციელია.

ვლადიმერ პუტინი ანექსირებულ ყირიმში შაბათს ჩავიდა და ბაიკერების ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. ტყავის ქურთუკში შემოსილმა რუსეთის პრეზიდენტმა თავადაც მიიღო მონაწილეობა მსვლელობაში.

რუსეთის მიერ ყირიმის ანექსირება 2014 წელს მოხდა.

ავტორი: მარიამ გიგანი