ეს იქნება რთული მოსასმენი და მწარე საპატრიარქოსთვის - რისთვის ემზადება დეკანოზის ოჯახი

11:00 08-12-2019
2672

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულის გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე სექტემბრიდან მასშტაბურ აქციებს აანონსებს. აპირებს ისაუბროს ყველაფერზე რაც საპატრიარქოს არ სურს. დაკავებულის ძმამ საპყრობილეში უკვე მოინახულა და ამბობს რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია.

„ჩემი ძმა დღემდე პარალიზებულია, წამოჯდომის საშუალებაც კი არ აქვს და ცხოვრებას წოლით რეჟიმში აგრძელებს. არაერთხელ გვითქვამს და ექსპერტებმაც დაადასტურეს, რომ ციხეში მისი განკურნება ვერ მოხერხდება. ამიტომ  ვითხოვდით მის გათავისუფლებას. სამწუხაროდ არც საპატრიარქომ და არც ხელისუფლებამ ეს თხოვნა ყურად არ იღო“,- ამბობს თორნიკე მამალაძე „პრაიმტიამთან“ საუბარში.

დაკავებულის ძმა აპირებს ისაუბროს ყველაფერზე „რაზეც საპატრიარქოს საუბარი არ სურს“.

ვისუაბრებ ყველაფერზე რაზეც საპატრიარქოს საუბარი არ სურს. მათ ამის  ეშინიათ, მაგრამ ვიტყვი ყველაფერს რაც ხდება საპატრიარქოში. ეს იქნება რთული მოსასმენი მაგრამ ჩემთვის ჩემი ოჯახი არის უპირველესი. მათ  გადაგვისვეს და გაგვწირეს. ვიტყვი სიმართლეს და ეს სიმართლე მწარე იქნება საპატრიარქოსთვის. ეს იცის ბევრმა ეპისკოპოსმა მაგრამ ამაზე ისინიც ვერ საუბრობენ“-ამბობს თორნიკე მამალაძე.

ავტორი: თორნიკე ხურციძე