უშბაზე დაშავებული ტურისტის დასახმარებლად ვერტმფრენი გაიგზავნა

10:54 08-12-2019
15

სვანეთში უცხოელი ტურისტის სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები ადგილზე არიან, ასევე ოპერაციაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

არსებული ინფორმაციით, ტურისტები უშბაზე ეშვებოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი დაშავდა.