ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

საკონკურსო კომისია

საზოგადოება 1713885375

შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა

კონკურსი საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით შექმნილმა კომისიამ გამოაცხადა, რომლის პირველი სხდომაც დღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ორბელიანების სასახლეში გაიმართა და რომელსაც ფილოლოგი ვალერი ასათიანი უხელმძღვანელებს.პრემია ენიჭება პირს ლიტერატურის, მუსიკის, კინოხელოვნების, თეატრალური ხელოვნების, სახვითი ხელოვნების, ან არქიტექტურის დარგში შექმნილი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის, რომლის მხატვრულმა ღირსებებმა საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვა და განმსჭვალულია პატრიოტიზმის, თავისუფლებისა და ჰუმანიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით.პრემია გაიცემა 3 წელიწადში ერთხელ, არაუმეტეს ხუთისა, თითოეული 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. პირს, რომელიც მოიპოვებს პრემიას, გადაეცემა პრემიის ლაურეატის დიპლომი, სამკერდე ნიშანი და შესაბამისი ფულადი ჯილდო.პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადები და ნაწარმოებები მიიღება ელექტრონულად 2024 წლის 23 აპრილიდან - 31 მაისის ჩათვლით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მისამართზე: ქ. თბილისი, ათონელის ქ. N25, საფოსტო ინდექსი - 0114, ასევე ელექტრონულად, მისამართზე: info@president.gov.ge. საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (ცხელი ხაზი): + 995 32 2288888.

გიორგი ყიფშიძე

საზოგადოება 1713884639

„მე მინდა გავხდე თბილისის მერი…ამ ქალაქს დავალაგებ ისე, რომ არც ერთი უკმაყოფილო კაცი არ იქნება” – გიორგი ყიფშიძე

მსახიობი გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე, „ინ­სტაგ­რა­მის” სა­კუ­თარ გვერ­დზე ვიდეოს აქ­ვეყ­ნებს.მსახიობი ამ­ბობს, რომ თბი­ლი­სის მე­რო­ბა მისი ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბა იყო:„მე მინდა გავხდე თბილისის მერი, ბავშვობიდან მესიზმრებოდა დედაქალაქის მერობა, იქ მრჩეველები, რაღაცები…მგონია, რომ ამ ქალაქს დავალაგებ ისე, რომ არც ერთი უკმაყოფილო კაცი არ იქნება. – ამბობს მსახიობი.

ნასა

მეცნიერება 1713883620

NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს

NASA-ს ადმინისტრატორმა ჩინეთის კოსმოსური შესაძლებლობების შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა. ბილ ნელსონის თქმით, ჩინელები კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებენ და ეს სახიფათოა.„მიგვაჩნია, რომ ჩინეთის ე.წ. სამოქალაქო კოსმოსური პროგრამა რეალურად სამხედრო პროგრამაა. შეიძლება ითქვას, ამ მხრივ ჩვენ რბოლაში ვართ", — თქვა ბილ ნელსონმა.The Guardian-ის მიხედვით, ნელსონმა ეს განცხადება კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ნელსონს NASA-სთვის ახალი ბიუჯეტის დამტკიცება სურდა, რის მიხედვითაც ორგანიზაციას 2025 წელს 25 მილიარდი დოლარი უნდა გამოეყოს.„ჩინეთს კოსმოსთან დაკავშირებით ბოლო ათი წლის განმავლობაში სერიოზული პროგრესი აქვს, მაგრამ ამას აკეთებენ ფარულად", — აღნიშნა ნელსონმა.ბრალდებებიგაურკვეველია თუ რა მტკიცებულებებს ემყარება ნელსონის განცხადება, თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც NASA-ს ადმინისტრატორი ჩინეთს მსგავს ბრალდებებს უყენებს.2021 წლის მაისში დადებული ფიცისას, ნელსონმა აღნიშნა, რომ ჩინეთს აშშ-ს კოსმოსური უპირატესობის დაძლევა შეუძლია. მეტიც, ამ განცხადებიდან ერთი წლის შემდეგ ნელსონმა ჩინეთი ამერიკული კოსმოსური ხომალდების დიზაინის მოპარვაშიც დაადანაშაულა.„დიახ, მათ მოპარვა კარგად გამოსდით. ეს ნიშნავს, რომ საჭიროა კიბერუსაფრთხოების დახვეწა", — თქვა 2022 წელს ნელსონმა.რამდენიმე თვის წინ ნელსონმა ჩინეთი მთვარის "მოპარვაშიც" დაადანაშაულა, რასაც შესაბამისი პასუხიც მოჰყვა.„აშშ-ს მხარე მუდმივად აწარმოებს ცილისმწამებლურ კამპანიას, რომელიც ჩინეთის კოსმოსური მისიების წინააღმდეგაა მიმართული. ჩვენ ვგმობთ ასეთ საქციელს", - თქვა მაშინ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჟაო ლიჯიანმა.ზუსტად იმის თქმა რთულია, თუ რა გასაიდუმლოებულ ექსპერიმენტებს ატარებს ჩინეთი კოსმოსში, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, ცივი ომის შემდეგ, კოსმოსური რბოლა კვლავ აქტუალური ხდება.

Meghan Markle released strawberry jam

მსოფლიო 1713883385

მეგან მარკლმა მარწყვის ჯემი გამოუშვა

მეგან მარკლი ბრენდს აფუძნებს - პირველი პროდუქტი მარწყვის ჯემია. სასექსის ჰერცოგინიამ, პრინც ჰარის ცოლმა, ბიზნეს საქმიანობა ახლახან წამოიწყო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხაზი ნატურალური პროდუქციის წარმოებაზე იქნება ორიენტირებული.კომპანიის სახელია Riviera Orchard. ის ოპერირებას ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაიწყებს. მარკლი ამის შესახებ საჯაროდ ჯერჯერობით არ საუბრობს, თუმცა ცნობილია, რომ მენეჯმენტში, დიზაინსა და წარმოებაში ის სრულად იღებს მონაწილეობას.ბრენდის გაფორმებაში ჰერცოგინია დიზაინერ ტრეისი რობინსთან თანამშრომლობს. მარწყვის ჯემის ფოტო ინსტაგრამ გვერდზე სწორედ მან გაასაჯაროვა. შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის დატოვების შემდეგ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი კალიფორნიაში ცხოვრობენ.პროდუქციის ღირებულება ამ ეტაპზე უცნობია. სხვადასხვა მედიასაშუალების ინფორმაციით, ჯემის პირველი 50 ქილა სხვადასხვა ორგანიზაციაში, მათთან აქტიური თანამშრომლობის მიზნით, უკვე გაიგზავნა. 

tik tok

მსოფლიო 1713880320

ევროკომისიამ „ტიკ-ტოკ ლაითის“ წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

ევროკომისიამ „ტიკ-ტოკის“ წინააღმდეგ კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო, საქმე ეხება აპლიკაცია „ტიკ ტოკ ლაითის“ დაჯილდოების სისტემას. როგორც ევროკომისარი ტიერი ბრეტონი ამბობს, ამ ფუნქციას შეუძლია დამოკიდებულება გამოიწვიოს, განსაკუთრებით ბავშვებში.„ტიკ ტოკ ლაითის“ დაჯილდოების პროგრამა საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, სხვადასხვა დავალების შესრულების სანაცვლოდ, ქულები დააგროვონ. ამ დავალებებს შორის არის ვიდეოს ნახვა, სხვადასხვა გვერდის მოწონება და მეგობრების მოზიდვა.ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ეს სისტემა საფრთხეების დეტალური შეფასების გარეშე ამოქმედდა. კერძოდ, ასეთ საფრთხეებად დასახელებულია პლატფორმაზე დამოკიდებულების ზრდა.ევროკომისიამ „ტიკ-ტოკ ლაითს“ აპლიკაციის რისკების შეფასების ანგარიშის წარდგენა 17 აპრილს მოსთხოვა, თუმცა კომპანიამ ის დადგენილ ვადაში არ წარადგინა. ახლა „ტიკ-ტოკს“ ამ დოკუმენტის წარდგენისთვის ვადა 3 მაისამდე აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკომისიას პლატფორმის დაჯარიმება ან „ტიკ-ტოკ ლაითის“ ევროკავშირის ტერიტორიაზე აკრძალვა შეუძლია.„ტიკ-ტოკის“ ხელმძღვანელობაში აცხადებენ, რომ იმედგაცრუებულები არიან ევროკომისიის გადაწყვეტილების გამო და ამტკიცებენ რომ დაჯილდოების სისტემა არ არის ხელმისაწვდომი 18 წლამდე პირებისთვის.