Exclusive: უცნობი ფოტო-კადრები აგვისტოს ომიდან - რუსული ტანკები, შინდისის გმირები, პატრიარქი და ბორისოვი

20:44 08-11-2019
499
„პრაიმტაიმი“ ექსკლუზიურ ფოტოებს აქვეყნებს, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, 15 აგვისტოს, პატრიარქის ვიზიტს ნაომარ გორში, ნიქოზსა და შინდისში ასახავს.
ფოტოსურათების ავტორი პატრიარქის სტიქაროსანი, ლევან ჭიქინაშვილია
(ორიგინალი ფოტოები უმძიმესი სანახავია, რის გამოც მათი ნაწილი დავფარეთ)

ქალაქის შესასვლელში პატრიარქსა და მის თანმხლებ პირებს რუსული არმიის ტანკი დახვდა. 

პატრიარქი რუს გენერალს ვიაჩესლავ ბორისოვს შეხვდა. ილია II და მისი თანხმლები პირები ბორისოვთან ერთად  პირველად გორის  საკათედრო ტაძარს ესტუმრნენ.

იქ გადაწყდა, რომ პატრიარქი სოფელ ნიქოზში ყველა თანმხლებთან და ბორისოვთან ერთად გაემგზავრებოდა. 15 აგვისტოს ქალაქის გასასვლელიდან ნიქოზამდე რუსეთის სატანკო ბატალიონი ხვდებოდა. 

width=550

width=550

ნიქოზში პატრიარქსა, მის თანმხლებ პირებსა და ბორისოვს მეუფე ისაია დახვდა, რომელზეც არაერთი გმირული თავდადების შესახებ ლეგენდა მაშინ დაიბადა. ბორისოვი ნიქოზის იმ ეკლესიაში ანთებს სანთელს, რომელსაც რუსული ჭურვი მოხვდა. 

/

პატრიარქმა რუსი ოფიცრისგან გაიგო, რომ შინდისში ქართველ მებრძოლთა გვამები ჭირისუფალს ელოდნენ და სწორედ შინდისის გმირების ბროლის ველზე გაემგზავრა, მაშინ არავინ იცოდა, რომ ისინი ჩვენი დროის გმირების ცხედრებს გადმოასვენებდნენ

/

პატრიარქს გზად მშვიდობიანი მოქალაქე საკუთარ ავტომანქანაში ჩაცხრილული დახვდა, რომელიც შინდისის გმირებთან ერთად გადმოასვენეს. 

width=960

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური