ფერმერმა, პატარძალს ბეჭედი უცნაური გზით აჩუქა, რასაც „ამაზრზენი“ უწოდეს

15:55 08-09-2019
286

კაცმა შეყვარებულს, წინადადება ქორწინების თაობაზე, ძროხის დახმარებით შეთავაზა.

ფერმერმა, თავის შეყვარებულს ხელი სთხოვა - საქორწინო ბეჭედი, ძროხის ცურს გაუკეთა. სოციალურ ქსელის მომხმარებლებმა რომანტიკულ ჟესტს“ საზარელი, „უხეში“ და თავხედური უწოდეს, - წერს Mirror.

ამაღელვებელი მომენტის ფოტო, სინგაპურის მკვიდრმა ქალმა, „Facebook“- ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა. სურათზე ნაჩვენებია, ქვებით მოჭედილი დიდი ბეჭედი, რომელიც ძროხის ცურზე ბრწყინავს.

width=600

”მართალია კაცი ფერმერია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, მის ცუდ გემოვნებას. ის განკუთვნილია, როგორც რგოლი საწოვარაზე. თუკი ჩემი ხედვით ფიქრობთ, რომ ეს სიგიჟეა, ყველას ვთხოვ, გამოეხმაუროს ჩემს უკმაყოფილებას,” - წერს იგი.

width=600

სოციალური ქსელის დაბნეულმა და შოკირებულმა მომხმარებლებმა, კომენტარებით მყისიერად „დაბომბეს“ „ფეისბუქის“ გვერდი.

”ეს არის ყველაზე საშინელი. უკაცრავად, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ ეს ნამდვილად ამაზრზენია”, - აღნიშნა ჯგუფის ერთ-ერთმა მომხმარებელმა.

”ეს არის ყველაზე საშინელი, რაც მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში მინახავს - ექვსჯერ მქონდა ჩემი მეგობრებისგან შემოთავაზება”, - ცინიკურად ეხმიანება კიდევ ერთი მომხმარებელი.

”ის ნამდვილად ცდილობს, რომ რძე შეთავაზოს“, მესამე.

რით დასრულდა შემოქმედებითი ფერმერის „ფართომასშტაბიანი ჟესტი“, გამოცანად რჩება. ვიმედოვნებთ, რომ გოგონამ თქვა - „დიახ“.

ავტორი: რუსა ღვანიძე