სკოლებში ფიზიკას, ბიოლოგიას და ქიმიას ერთ საგნად აღარ ასწავლიან

14:01 08-09-2019
278

VII კლასში ფიზიკა, ბიოლოგია და ქიმია წლევანდელი სასწავლო წლიდან კომბინირებულად აღარ ისწავლება.

როგორც ეროვნული სასწავლო გეგმისა და სასწავლო რესურსების შეფასების სამმართველოს უფროსი მარიამ ჩიქობავა „ინტერპრესნიუსთან“ აცხადებს, მიმდინარე წელს VII კლასის მოსწავლეებს ყველა საგანში ძირეული ცვლილებები ელოდებათ.

მარიამ ჩიქობავას განმარტებითვე, სასწავლო პროგრამები სრულად განახლებულია და 2019-2020 სასწავლო წლისთვის მოსწავლეები მე-7 კლასში ახალი სახელმძღვანელოებით ისწავლიან.

„სხვა ბევრ სიახლესთან ერთად, კიდევ ერთი ამბავი გვაქვს. თუკი აქამდე მე-7კლასში კომბინირებული სახით ისწავლებოდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ახლა ეს საგნები დაიშალა, არ გვექნება კომბინირებული კურსი. წლევანდელი სასწავლო წლიდან სიახლე ისაა, რომ მე-7 კლასში ისწავლება ბიოლოგია და ფიზიკა, ხოლო მერვე კლასიდან - ქიმია,“ - განაცხადა მარიამ ჩიქობავამ.