ჩერნობილის არაყი - პირველი პროდუქტი, რომელიც აკრძალულ ზონაში შეიქმნა

08:56 08-08-2019
72

„ამ არყის მხოლოდ 1 ბოთლი არსებობს. ვკანკალებ, როცა ვეხებ“,- აცხადებს პროფესორი ჯიმ სმიტი.

ჩერნობილში, კერძოდ კი აკრძალულ ზონაში ჩამოსხმული არაყი პურის მარცვლისგანაა დამზადებული და „ატომიკი“ ჰქვია.

ეს არაყი პირველი სამომხმარებლო პროდუქტია, რომელიც ბირთვული კატასტროფის შემდეგ, მიტოვებულ ზონაში შეიქმნა.

„ატომიკი“ იმ უცხოელი მკვლევარების მიერ შექმნილი პროდუქტია, რომლებიც ჩერნობილში წლების განმავლობაში მუშაობდნენ. მათ აკრძალულ ზონაში მდებარე ფერმაში მარცვლეულის მოყვანა დაიწყეს. შემდეგ კი გაჩნდა იდეა:

„გვსურდა ჭვავის მარცვლისგან სპირტიანი სასმელი დაგვემზადებინა“,- აცხადებს პროფესორი.

ამ ეტაპზე არაყი „ატომიკის“ მხოლოდ ერთი ბოთლი არსებობს, თუმცა მკვლევარებს მისი ფართო წარმოების იმედი აქვთ. შემოსული თანხით კი იმ ხალხის დახმარებას გეგმავენ, რომლებიც უკრაინაში ბირთვული კატასტროფის შედეგად დაზარალდა.

ჩერნობილში დამზადებული არაყი სახიფათო არ არის.

„ეს არ არაყი იმაზე მეტად რადიოაქტიური არ არის, ვიდრე ნებისმიერი სხვა“,- ამბობს პროფესორი სმიტი.

მკვლევარებმა აკრძალულ ზონაშ მოყვანილი, მცირედით დაბინძურებული ჭვავი და გაფილრტრური წყალი გამოიყენეს. მიღებული პროდუქტი  ლაბორატორიულად შეამოწმეს და დარწმუნდნენ, რომ არაყი რადიოაქტიური არ არის. გამოხდის დროს, მავნებელი ნივთიერებები ნარჩენებში დარჩა.

მკვლევარები წლებია სწავლობენ, თუ როგორ ვითარდება აკრძალულ ზონაში ბუნებრივი საფარი და რამდენად დაბინძურებულია ხმელეთი. როგორც მეცნიერები განმარტავენ, ჩერნობილში სამომავლოდ არამხოლოდ არყის, არამედ სხვა პროდუქტების დამზადებაც იქნება შესაძლებელი.

პროფესორი სმიტის განმარტებით, აკრძალულ ზონაში არის რადიაციის ცხელი წერტილები, თუმცა დანარჩენ ტერიტორიაზე არსებული დაბინძურება არ აღემატება მსოფლიოს სხვა ადგილებში არსებულს. უფრო მეტიც, აკრძალული ზონის დიდ ნაწილში, იმაზე ნაკლები რადიოაქტიურობაა, ვიდრე მსოფლიოს უამრავ სხვა წერტილში.

ავტორი: მარიამ გიგანი