თბილისის მეტროში მატარებლის შუშა ჩაიმსხვრა და 3 ადამიანი დაშავდა

20:36 08-07-2019
111

თბილისის მეტროში, დიდუბე-ღრმაღელის მონაკვეთზე, მიწისზედა სივრცეში მატარებლის შუშა ქვით ჩაიმსხვრა და სამი ადამიანი დაშავდა.

სატრანსპორტო კომპანიის თქმით, დაშავებულთაგან ერთ-ერთი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სავარაუდოდ, ქვა გარედან ესროლეს ვაგონს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187-ე და 124-ე მუხლებით დაიწყო. ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები, ჩაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები.