გაიცანით 15 წლის ქართველი მევიოლინე, რომელმაც საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა

15:36 08-07-2019
2188

15 წლის მარიამ ობოლაშვილი უნგერთში, ბუდაბეშტის მევიოლინეთა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა. კონკურსში 15 ქვეყნის, 40-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. მარიამმა კონკურსში მონაწილეობა Yehudi Menuhin-ის სკოლის დაფინანსებით მიიღო და თავის კატეგორიაში პირველი საპრიზო ადგილი მოიპოვა, რაც 900 ევროს ედონობით ჯილდოს მოიცავს. ჟიურის თავმჯდომარე ლეგენდარული მევიოლინე, ამერიკაში მოღვაწე ებრაელი შლომო მინცი გახლდათ. 

„პრაიმტაიმი“ მარიამს დაუკავშირდა. მარიამმა პირველ გამარჯვებას 8 წლის ასაკში მიაღწია, როდესაც როდესაც ვილნიუსში, საერთშორისო კონკურსში გაიმარჯვა. ის უკვე მე-2 წელია, რაც ლონდონში, Yehudi Menuhin-ის სკოლაში სწავლობს. მისი თქმით, მისთვის სცენაზე დგომა, მუსიკის ფერების და ემოციების გაზიარება დიდი ბედნიერებაა. 

„ეს პირველი გამარჯვებაა, რაც ამ სკოლის მოსწავლე გავხდი. ვინაიდან, ამ სკოლის დაფინანსებით და საქართველოს სახელით გამოვდიოდი კონკურსში დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. ბედნიერი ვარ, რომ გავიმარჯვე და შრომას ტყუილა არ ჩაუვლია. გამარჯვებები მჭირდება იმისთვის, რომ ვიოლინო შევიძინო. ინსტრუმენტი ლონდონის სკოლამ მათხოვა, ჩემი საერთოდ არ მაქვს და რომ  დავამთავრებ სკოლას არ მინდა ვიოლინოს გარეშე დავრჩე. ამიტომ ვეცდები კიდევ ვიბრძოლო პრიზებისთვის“.