ეკატერინე ტიკარაძე ავსტრიის ელჩს საქართველოში არად ბენკოს შეხვდა

13:09 08-07-2019
16

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ავსტრიის ელჩს საქართველოში არად ბენკოს შეხვდა. მხარეებმა იმსჯელეს პირველადი ჯანდაცვის განვითარებისა და სისტემაში  ციფრული ტექნოლოგიების, ტელე-მედიცინის დანერგვის მიმართულებით. ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები, ადამიანური რესურსების განვითარებისა და საექთნო განათლების სისტემის დახვეწის კუთხით.

საუბარი ასევე შეეხო ონკოლოგიური სერვისების განვითებასა და ამ მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს.