აფთიაქების სია, სადაც მედიკამენტებს ერთ ლარად შეიძენთ

19:45 08-06-2019
769

მთელი საქართველოს მასშტაბით 118 აფთიაქში, ასაკით პენსიონერები, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 35 დასახელების მედიკამენტის შეძენას ერთ ლარად შეძლებენ.

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების ერთ ლარად შეძენა შეუძლია პირს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000; რომელსაც შეუსრულდა საპენსიო ასაკი;

     • შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი (შშმ ბავშვები, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები).

     • პარკინსონით დაავადებული საქართველოს მოქალაქეები;

     •  ეპილეფსიით დაავედებული საქართველოს მოქალაქეები.

     პროგრამა ვრცელდება შემდეგ დაავადებებზე:

    • გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები;

    • ფილტვის ქრონიკული დაავადებები;

    • დიაბეტი (ტიპი II);

    • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებები.

    • ეპილეფსია;

    •პარკინსონის დაავადება.

ამასთან, სოციალური მომსახურების სააგენტო ავრცელებს აფთიაქების სიას, სადაც მედიკამენტების შეძენა ერთ ლარად არის შესაძლებელი.