ვინ არის ლეონარდო დიკაპრიოს ბებია და რა კავშირშია და ვინჩი მსახიობის სახელთან

15:02 08-06-2019
383

ჰოლივუდის მსახიობ ლეონარდო დიკაპრიოს ბებია უკრაინაში, კერძოდ, ქალაქ ოდესაში დაიბადა. 

width=600 

ლეონარდო დიკაპრიო ჰოლივუდის თითქმის ერთადერთ მძიმეწონიან მსახიობად რჩება, რომელიც გადაღების დროს ბევრ წინააღმდეგობას აწყდება. პოპულარული ფილმების რეჟისორები არ კარგავენ იმედს, ოსკარის გამარჯვებული ლეოს, მათ გუნდში გააერთიანებს.

width=600

უცნობი მდივნის ვაჟი, ლეონარდო, ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი გახდა, თითქმის ყველა როლის წარმატებული და ფანტასტიკური შესრულებით. უფრო მეტიც, ლეო ირწმუნება, რომ ამ პერსონაჟების თვისებები დედისა და საყვარელი ბებიასგან აქვს!

width=600

უკრაინული ბებო

ჰოლივუდის ცნობილი მსახიობის ბებია, გერმანიიდან შეერთებულ შტატებში ჩავიდა. იმ დროს, მისი სახელი ჰელენ ინდენბირკენი იყო. მაგრამ მისი ნამდვილი სახელი -  ლენა იყო. დიკაპრიოს ბებიის ნამდვილი სახელია - ელენა სტეფანეს ასული სმირნოვა. ანუ ბებია ლენა, რუსეთის იმპერიის მკვიდრი იყო!

ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ ქალაქში დაიბადა ელენა სმირნოვა. ზოგიერთი წყარო მიუთითებს, რომ მისი დაბადების ადგილი - უკრაინის საპორტო ქალაქი ხერსონია. ბევრი კი ამბობს, რომ ოდესაა. ერთი რამ ფაქტია:- ლეონარდო დიკაპრიოს ბებია, უკრაინის საპორტო ქალაქში დაიბადა!

width=600

გზა გერმანიაში

რევოლუციის შემდეგ, სმირნოვას არ სურდა კომუნისტურ რუსეთში ცხოვრება. დიკაპრიოს ბაბუა და ბებია გერმანიაში გავიდნენ და თან წაიყვანეს მცირეწლოვანი ქალიშვილი, რომელიც გერმანიაში გაიზარდა. მას სახელი ლენა შეუცვალეს და ჰელენი უწოდეს - მისი სახელი, გერმანული მოდური სახელით შეცვალეს. გერმანიაში მსახიობის მომავალი ბებია, მალე ქმარს გაეყარა, სხვა მამაკაცზე იქორწინა და საკუთარი გვარი - ინდენბირკენით შეიცვალა.

როდესაც გერმანელებში ნაცისტური პერიოდი მეფობდა, ინდენბირკინებს სურდათ ქვეყნის დატოვება, მაგრამ ვერ მოასწრეს: როდესაც ოჯახი ემიგრაციისთვის მოემზადა, ეს შესაძლებლობა უკვე აღარ არსებობდა. ელენმა, მეორე მსოფლიო ომის მთელი პერიოდი, მეუღლესთან ერთად გაატარა გერმანიაში. ლეოს დედა, იმერლინ ინდენბირკენი - 1943 წელს დაიბადა. ბავშვი, საჰაერო თავდასხმის დროს, თავშესაფარში დაიბადა...

width=600

საცხოვრებლად აშშ-ში

ინდენბირკენის წყვილმა, ომის დასრულების შემდეგ, გერმანია დატოვა და საცხოვრებლად, შეერთებულ შტატებში გადავიდა. ელენას და მის მეუღლეს, აღარ სურდათ გერმანიაში ცხოვრება:  მათ რუსული წარმოშობისთვის, საკონცენტრაციო ბანაკში ტყვეობა ემუქრებოდათ. წყვილი გერმანიაში, მხოლოდ 1985 წელს დაბრუნდა. 

ამერიკაში, გერმანელი ემიგრანტების გარემოცვაში მყოფმა იმერლინ ინდენბირკინმა, ვაჟი გააჩინა. ბავშვს სახელი, ლეონარდო და ვინჩის საპატივცემულოდ დაარქვეს.

width=600

მომავალი მსახიობის დედა ამბობდა, რომ ბავშვი, პირველად მუცელში მაშინ ამოძრავდა, როდესაც ორსულად იყო და ცნობილი მხატვრის და ვინჩის ნახატების გამოფენაზე იმყოფებოდა.

ლეონარდოს უკრაინელი ბებია, ყოველთვის მონაწილეობდა შვილიშვილის განათლების მიცემაში!

width=599

ლეოს საყვარელი ბებო 

ჰელენ ინდენბირკენი 2008 წელს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის, მოსიყვარულე შვილიშვილის ჰოლივუდის „ოლიმპიური სიმაღლეების“ დაპყრობასაც მოესწრო. ჰელენს, ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა ლეოსთან. ცნობილი მსახიობი დიკაპრიო, ხანდაზმულ ბებიასთან ერთად, ხშირად ჩნდებოდა საზოგადოებაში და მასზე, ყოველთვის სიყვარულით ლაპარაკობდა. 

”ბებო, შინაგანად იმდენად ძლიერი ადამიანია, როგორიც არასდროს მინახავს ცხოვრებაში, მას არანაირი განსაცდელი არ აშინებს!” - ამბობდა ლეონარდო ერთ-ერთ ინტერვიუში. ოჯახის ნაცნობების თქმით, ძირითადად ბებიის აღზრდილი იყო, რომელიც ლეოს, საკუთარი პიროვნების ჩამოყალიბებაში დაეხმარა და ისეთ დიდ მსახიობად აქცია, როგორიც ეხლა არის.

  width=600 

შეგახსენებთ, რომ დიკაპრიოს შესახებ, რამდენიმე ხნის წინ, 11 უცნობი ფოტო გამოქვეყნდა. ასევე, მსახიობის ფოტო, მის ორეულთან ერთად. 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე