ისტორიის, ლიტერატურის, სამოქალაქო განათლების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, აფხაზური და ოსური ენების გამოცდების შედეგები ცნობილია

12:29 08-06-2019
18

2019 წლის ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული ისტორიის, ლიტერატურის, სამოქალაქო განათლების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, აფხაზური და ოსური ენების გამოცდების შედეგები ცნობილია.

აბიტურიენტებს როგორც ვებგვერდის, ისე SMS-ის საშუალებითაც შეუძლიათ. სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საიდენტიფიკაციო ნომერი. შედეგებთან ერთად იქნება განთავსებული აბიტურიენტის ნაშრომის ასლი და მიღებული ქულა.

რაც შეეხება მოკლეტექსტური შეტყობინებით ქულის გაგებას, აბიტურიენტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საიდენტიფიკაციო კოდი (ბარათზე მითითებული ცხრა ნიშნა რიცხვი) უნდა გაგზავნოს ნომერზე 93 333 (საფასური 50 თეთრი ჩამოიჭრება ანგარიშიდან).

შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.