ვიდეოები

1713427585

Eurostat: თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა

თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა. ამის შესახებ Eurostat-ის სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს.ლიეტუვამ მარცვლეულის რეგულარული იმპორტი 2023 წლის მაისში შეწყვიტა, მარცვლეულის ბოლო პარტია კი რუსეთიდან ქვეყანაში 2023 წლის ივლისში შევიდა. ამის შემდეგ რუსეთიდან ლიეტუვაში მარცვლეული მხოლოდ 2024 წლის თებერვალში შევიდა - საუბარია 1,95 მილიონი ევროს ღირებულების 12,2 ტონა მარცვლეულზე.პარალელურად, რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტს ზრდის ლატვია, რომელმაც ზამთრის ბოლოს რუსეთიდან 10 მილიონი ევროს ღირებულების 58,8 ათასი ტონა მარცვლეული შეიძინა, წინა თვეში შეძენილი მარცვლეულის ღირებულება კი 8,7 მილიონ ევროს შეადგენდა.საერთო ჯამში, ევროკავშირის ქვეყნებმა 2024 წლის თებერვალში 16,9 მილიონი ევროს ღირებულების 92,6 ათასი ტონა რუსული მარცვლეული შეიძინეს.  ფოტო: dpa

ფოტო: dpa

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ანრი ოხანაშვილი

პოლიტიკა 1713532427

ხომ გახსოვთ, სადაც იყავით, რა ჩამოიტანეთ ასეთი რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სიაში შეგიყვანათ? ლეონიდ კალაშნიკოვსაც შეხვედრიხართ, თქვენ რუსეთუმეობაზე როგორ საუბრობთ? - ანრი ოხანაშვილი ნატო ჩხეიძეს

ქალბატონო ნატო, ხომ გახსოვთ, სადაც იყავით, რა ჩამოიტანეთ ასეთი რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სიაში შეგიყვანათ? ლეონიდ კალაშნიკოვსაც შეხვედრიხართ, კადრებია ოფიციალური, ხომ ადასტურებთ, რომ შეხვედრიხართ? ამის გამო ჩაგსვათ სიაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“? თქვენ რუსეთუმეობაზე როგორ საუბრობთ? - ასე მიმართა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატ ნატო ჩხეიძეს და მოსკოვში შეხვედრის დამადასტურებელი ფოტოები აჩვენა.ანრი ოხანაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის გრიგოლ ვაშაძის ბიოგრაფიაც შეახსენა.„რაც შეეხება რუსულ საქმეს, ვინ და როგორ აკეთებდით, გრიგოლ ვაშაძე ხომ გახსოვთ? ხომ არ შეგახსენოთ მისი ბიოგრაფია, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილება, შემდგომ კოსმოსის და ბირთვული შეიარაღების განყოფილება. ეს კაცი რა თანამდებობას იკავებდა ხომ გახსოვთ? საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რომ იყო რუსული პასპორტით, ხომ გახსოვთ ეს ყველაფერი? შემდეგი - ქალბატონი ნატო [ჩხეიძე] გვესწრება აქ, სხვათა შორის ამ მოწვევის პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით არის შემოსული და ხუთდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ მოსკოვში, სადაც რუსეთის დუმასა და ფედერაციის საბჭოს წევრებთან შეხვედრები გამართეს. ქალბატონო ნატო, ხომ გახსოვთ, სადაც იყავით, რა ჩამოიტანეთ ასეთი რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სიაში შეგიყვანათ? პროპორციულ სიაში ხომ ხართ „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით შემოსული? ლეონიდ კალაშნიკოვსაც შეხვედრიხართ, ნუ აღელდებით, კადრებია ოფიციალური, ეს უნდა იცოდეთ, ხომ ადასტურებთ, რომ შეხვედრიხართ? ამის გამო ჩაგსვათ სიაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“? თქვენ რუსეთუმეობაზე როგორ საუბრობთ? სიმართლე მწარეა“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ანრი ოხანაშვილი

პოლიტიკა 1713532028

„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ზნე და მორალი არ იცვლება- თქვენ ხართ კოლექტიური მოძალადეები- ხელისუფლებაში ყოფნის დროს ამას ფიზიკურად აკეთებდით, როდესაც ხალხს ატერორებდით, ახლა ოპოზიციიდან აგრძელებთ ფსიქოლოგიურ ტერორს - ანრი ოხანაშვილი

„საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ მოძალადეების ზნე არ იცვლება. „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ზნე და მორალი არ იცვლება. არ იცვლება მათთან ალიანსში მყოფი ვითომ არამოძალადეების ზნე და რეჟიმი“-ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინტერპელაცია მიმდინარეობს, ოპოზიციის მისამართით განაცხადა.„დღეს ჩვენ გვაქვს მორიგი გამოვლინება საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების, უშუალოდ შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან, როდესაც მიუხედავად დაძაბული, რთული დღეებისა, შინაგან საქმეთა მინისტრმა მოითხოვა არა გადადება ინტერპელაციის, არამედ კანონის სრული დაცვით, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებიდან გამომდინარე მობრძანდა დღეს პარლამენტში, რომ კონკრეტულ დასმულ შეკითხვებზე პასუხი გაეცა. მაგრამ ამ ხალხს, ოპოზიციის წარმომადგენლებს შინაგან საქმეთა მინისტრი დაბარებული ჰყავდათ არა პასუხების მოსასმენად, არამედ მათ ეს ყველაფერი გამოიყენეს იმისთვის, რომ ესაუბრათ მათ პოლიტიკურ დღის წესრიგზე. ამიტომ ჩვენს საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ მოძალადეების ზნე არ იცვლება. „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ზნე და მორალი არ იცვლება. არ იცვლება მათთან ალიანსში მყოფი ვითომ არამოძალადეების ზნე და რეჟიმი. თქვენ ხართ კოლექტიური მოძალადეები, ფსიქოლოგიურად ძალადობთ ჩვენს საზოგადოებაზე. ხელისუფლებაში ყოფნის დროს ამას ფიზიკურად აკეთებდით, როდესაც ატერორებდით ჩვენს ხალხს და ახლა ოპოზიციიდან აგრძელებთ ფსიქოლოგიურ ტერორს ჩვენი საზოგადოებისა“-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ვალუტის კურსი

ფინანსები 1713531848

რა ეღირება დოლარი და ევრო უქმეებზე

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6711 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6728 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0017 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8453 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8532 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0079 ლარი შეადგინა.

გიორგი ამილახვარმა სამედიცინო განათლების მიმართულებით მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

პოლიტიკა 1713529900

გიორგი ამილახვარმა სამედიცინო განათლების მიმართულებით მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი ევროპის სამედიცინო სკოლათა ასოციაციის (AMSE) პრეზიდენტ პროფესორ ჰარმ პიტერსს, ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის (AMEE) პრეზიდენტ პროფესორ სუბჰა რამანსა და სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) პრეზიდენტ პროფესორ რიკარდო ლეინ-ბორკეს შეხვდა.სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე წულაძემ მიიღო.მინისტრმა სტუმრებს სამედიცინო განათლების განვითარების კუთხით განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო.როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციის  ხელშეწყობის პარალელურად, სამედიცინო განათლების ხარისხის განვითარების გაუმჯობესება სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მისი თქმით, ამ მიმართულებით ბოლო წლებში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. მათ შორის, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2018 წელს მოიპოვა სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის აღიარება, რაც ადასტურებს იმას, რომ საქართველოში მოქმედი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტები, სამედიცინო პროგრამების დარგობრივი მახასიათებლები და პროცედურები შესაბამისობაშია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის ერთობლივ მოთხოვნებთან.შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში, WFME-ის მოთხოვნების შესაბამისად, შემუშავდა და არსებითად განახლდა მედიცინის დარგობრივი მახასიათებელი, რომელიც დეტალურად აღწერს სწავლის შედეგებსა და კომპეტენციებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამების ყველა კურსდამთავრებული. მნიშვნელოვანია, რომ დარგობრივი მახასიათებელი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებებს უწესებს მოთხოვნას, რომ ჰქონდეთ თავიანთი აფილირებული კლინიკები, სადაც შესაბამისი სტანდარტით განხორციელდება სტუდენტებისთვის კლინიკური სწავლება.შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის  ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრობის მოპოვებისა და ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR) რეგისტრაციის მნიშვნელობას. ამასთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ ეს წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს განათლების სისტემისთვის.თავის მხრივ, სამედიცინო განათლების მიმართულებით მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს სამედიცინო განათლების განვითარების მიმართულებით საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები და პროექტები. შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა საქართველოსთან არსებული თანამშრომლობის გაძლიერების მზაობა გამოთქვეს.

ვახტანგ გომელაური

პოლიტიკა 1713528427

ძალიან ვწუხვარ ბატონი ალეკოს საკითხზე, თუმცა იმის თაობაზე, თუ რა მოხდა რეალურად, დაველოდოთ გამოძიებას - ვახტანგ გომელაური

"ძალიან ვწუხვარ ბატონი ალეკოს საკითხზე, თუმცა იმის თაობაზე, თუ რა მოხდა რეალურად, დაველოდოთ გამოძიებას," - ეს განცხადება პარლამენტში ინტერპელაციის წესით დაბარებულმა შს მინისტრმა "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით გააკეთა.ვახტანგ გომელაურის თქმით, გამოძიების დასრულების შემდეგ მზად არის ისევ მივიდეს პარლამენტში და დეპუტატების კითხვებს გასცეს პასუხი."ალეკოს შემთხვევაზე მინდა ორი სიტყვით ვთქვა - ძალიან ვწუხვარ, ძალიან ცუდია, რომ ეს მოხდა, თუმცა გამოძიება დაწყებულია. მე არ მინდა შეფასებები გავაკეთო, რომ მერე მიკერძოებაში არ ჩამითვალოთ, რომ თქვენ ასე თქვით და ზეწოლას ახდენთ სასამართლოზეო, გამოძიებაზეო და ა.შ.დაველოდოთ, კამერებში ნათლად ჩანდა, თუ რა ხდებოდა რეალურად, გადაღებულია თითქმის მთელი პროცესი. ვინ ძალადობდა, ვინ დაიწყო, ვინ არ დაიწყო... მე არ ვამბობ, რომ ყველა ძალადობდა, მაგრამ იყვნენ ადამიანები, რომლებიც შედიოდნენ კონფლიქტში პოლიციასთან, შეურაცხყოფას აყენებდნენ. ძალიან ვწუხვარ, ბატონი ალეკოს საკითხზე, თუმცა იმის თაობაზე, თუ რა მოხდა რეალურად, დაველოდოთ გამოძიებას. მერე ვისაუბროთ, შეგიძლიათ დამიბაროთ კიდევ ერთხელ,"-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.შეგახსენებთ, რომ პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს უსმენენ. გომელაური პარლამენტში ოპოზიციის მოთხოვნით, ინტერპელაციის წესით იმყოფება.