პაატა სალიას სასამართლოში შევხვდები - რუსთავი2-ის ყოფილი თანამშრომლის მორიგი დავა

21:28 08-05-2019
4572

გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ახალმა დირექტორა პაატა სალიამ კომპანიის იურისტი, თამთა მურადაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლა. 

როგორც „პრაიმტაიმს თამთა მურადაშვილმა განუცხადა, მას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ წერილი, ელექტრონულ ფოსტაზე მიუვიდა. 

„შვებულებაში ვიყავი, ელექტრონულ ფოსტაზე წერილი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მივიღე, სადაც ეწერა, რომ კონტრაქტის გარკვეული პუნქტები დამირღვევია. ამ ეტაპზე სხვა დეტალი არ ვიცი. თუმცა, პაატა სალიას სასამართლოში აუცილებლად შევხვდები და ვიდავებ ჩემი უფლებებისთვის,“,- აცხადებს თამთა მურადაშვილი.

შეგახსენებთ, პაატა სალიას წინააღმდეგ სასამართლოში დავას რუსთავი2-ის ყოფილი დირექტორი ნიკა გვარამიაც გეგმავს.

თუმცა, გვარამიას საკონტრაქტო შეთანხმების მიხედვით, მისი თანამდებობრივი დავა ბრიტანულ აბოტრაჟზე გაგრძელდება. 

ავტორი: თამარ ბუჩუკური